ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2020


***

ცა მიცქერს თვალებით კესანეს,
აღარ ჰგავს ქუფრსა და ღრუბლიანს.
ჩიტები დილის მზეს ესალმნენ
და ახლა ბუდეებს უვლიან.
რაღაცას ჩურჩულებს ტყის სული,
სიო გააგზავნა მდელოზე.
ხეთა წამლობისას მისნობდა,
ჩუმად ბუტბუტებდა შელოცვებს.
გვირილას, თეთრფურცლა, მზისგულას
სურდა გამოცნობა გრძნობების...
მზემ კი შუადღემდე მისულმა
ჩრდილი მიაცილა ღობემდე...
20.05.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები