ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 მაისი, 2020


,,მარადისობის კანონი“ და დაბრუნების შესაძლებლობა

  ,,მარადისობის კანონი“ და დაბრუნების შესაძლებლობა
  ადამიანის ცხოვრებაში იდუმალ მოვლენათა შორის სულის რეინკარნაციას ალბათ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს საკითხი იმდენად მისტიურია, რომ მისი განხილვა უმეტესად მკრეხელობის ზღვარზე გადის. მკრეხელობისა, რომელსაც რელიგიური შეზღუდვა აწესებს.

მაგრამ ,,ფაქტი ჯიუტია“ და მას ვერსად წავუვალთ. გარდასულ დროთა ,,მეხსიერებას“ საკმაოდ შემორჩა ისეთი მაგალითები, რომელთა გახსენება ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა.

  მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის, რომ გარდაცვლილ ადამიანთა სული ზოგჯერ მატერიალურ გარემოს უბრუნდება, რის გამოც ამ სულის ჩასახვა სხვა ადამიანის სხეულში ხდება. ამერიკელი და ინდოელი მეცნიერების მიერ გამოკვლეული იქნა 250 ასეთი კერძო შემთხვევა და დაიდო დასკვნა, რომ ყველაზე ადვილად ამ საოცარი მოვლენის დაფიქსირება სამიდან-ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.

  ხუთი წლის ერთ-ერთი ამერიკელი ბიჭუნა თავის მშობლებს უმტკიცებდა, რომ ის მათი შვილი არ იყო, მისი მშობლები და ოჯახი ცხოვრობდა ინდოეთში და  ახალგაზრდობაში მანქანაში, სახლის წინ იქნა მოკლული. ტყვიამ მარცხენა ყურთან გაუარა და გამოვიდა კისრის არეში (ბავშვს აღნიშნულ ადგილებში მართლაც აღენიშნებოდა ნაწიბურები). როდესაც ბიჭუნა ჩაიყვანეს ინდოეთში, მის მიერ მითითებულ ქალაქში, მან იცნო თავისი მეუღლე და შვილები. ამოიცნო ის მანქანაც სადაც მისი მკვლელობა განხორციელდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მანქანა მის მეუღლეს მეზობლისთვის მიეყიდა, რამაც მას გული ძალიან ატკინა.

  ბრაზილიის ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ბელადი, რომლის ტომიც ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობდა და არავითარი შეხება არ ჰქონდა ცივილიზაციასთან, ამტკიცებდა, რომ ის იყო, არც მეტი -არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების მოკლული პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა მის ბიოგრაფიას.

  ასეთი მაგალითები ცხადყოფს იმას, რომ მატერიალურ გარემოში მართლაც მოქმედებს რაღაც ე.წ. ტექნოლოგია, რომელიც სულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას გარკვეული პირობებით, კანონზომიერებით და კიდევ ,,იმით“, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ გვაქვს, არ ზღუდავს.

  უკვე მეცნიერთათვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დნმ-ის მოლეკულა კოდირებულ ინფორმაციას შეიცავს, რომლის არსებობაც ადასტურებს ერთგვარ ,,ბიოკომპიუტერის“ არსებობასაც. როგორც ბიბლიის მიხედვით, მათი აზრითაც პირველლად მართლაც იყო სიტყვა და ადამიანი ვაკუუმის ზებუნებრივი ტვინისაგან არის შექმნილი. აღმოჩნდა, რომ დნმ-ის მოლეკულა შედგება არამარტო გენებისაგან (სახის ფორმა, თვალის ფერი და სხვა), არამედ კოდირებული ტექსტისაგანაც. ის წიგნის ტექსტს წააგავს, რომელიც თითოეული ,,ასოს“ მიხედვით იკითხება. მისი წაკითხვა უკუღმაც შეიძლება. ტექსტი არასტაციონალურია და მუდმივად იცვლება (,,უკუღმა წაკითხვა“ მგონი სატანასთან კავშირშია).

  იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება მკითხველისათვის ,,სახარებიდან“ ალბათ ცნობილია. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს არის ის შემთხვევა, როცა ძე-ღვთისამ სხეულს სული უკან დაუბრუნა. ე.ი. ადამიანის სულის რეინკარნაციის შესაძლებლობა თვალნათლივ დაგვიდასტურა. თუმცა მის შემთხვევაში გარდაცვლილი ადამიანის სული ისევ საკუთარ სხეულს დაუბრუნდა, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე შემთხვევაც (სულის დაბრუნება სხვა სხეულში და საკუთარშიც) შესაძლებელია.

  ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რადგან არსებობს ვაკუუმის ზებუნებრივი ტვინი (ეს ტერმინი მიღებულია მეცნიერთა წრეში), არ არის გამორიცხული, სხეულში სული კი არა ,,ინფორმაცია“ ბრუნდებოდეს, რომლის საშუალებითაც, როგორც აღვნიშნე ადამიანის გენებს გადაეცემათ კოდირებული ტექსტი, რომელიც ,,წაღმიდანაც“ იკითხება და ,,უკუღმიდანაც“, ანუ ღმერთისეულიც არის და სატანისეულიც. ე.ი. კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მატერიალური სამყაროს შექმნისას ,,პირველად იყო სიტყვა“, სიტყვაში კოდირებული ე.წ. ,,ტექსტი“ და ის თავისთავში მოიცავდა სიკეთისა და ბოროტების შემცველ ინფორმაციას, რაც გენეტიკური მახასიათებლების მეშვეობით, ადამიანს მემკვიდრული კვლავწარმოების პრინციპით გადაეცემა.

  აქვე დავძენ, რომ ალბათ ,,ტექსტი“ არის  ,,სიკეთისა და ბოროტების შემეცნების“ ის ხე, რომლის ნაყოფის მირთმევაც ღმერთმა იმთავითვე აგვიკრძალა.
  და ბოლოს! ...  ,,მარადისობის კანონიდან“ გავიხსენოთ ყველაზე დიდი ქართველი ჰუმანისტის სულმნათი ნოდარ დუმბაძის სიტყვები და განვავრცოთ მასში გადმოცემული დაფარული ინფორმაცია.
  აი, ეს სიტყვებიც:
,,მე ხუთჯერ გარდავიცვალე უკვე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე. პირველად მე გარდავიცვალე შიშში და აღვსდექი სიმარტოვეში. მეორედ მე გარდავიცვალე სიმარტოვეში და აღვდექი თვალთმაქცობაში. მესამედ მე გარდავიცვალე თვალთმაქცობაში და აღვსდექი უდარდელობაში. მეოთხედ მე გარდავიცვალე უდარდელობაში და აღვსდექი სიძულვილში. მეხუთედ მე გარდავიცვალე სიძულბილში და აღვსდექი სიყვარულში.

  მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელ სიყვარულში და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები ... და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება. მე აღარაფერში აღარ აღვსდგები“.

  როგორ ფიქრობთ, პატივცემულო მკითხველო? ნოდარ დუმბაძეს კავშირი რომ არ ჰქონოდა ,,ზეცასთან“, ის ,,მარადისობის კანონს“ აღმოაჩენდა? ან თუნდაც აღნიშნულ სიტყვებს დაწერდა? ... დამერწმუნეთ არა! ...

  და აი რატომ! ... ადამიანმა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ (იგულისხმება ადამი და ევა) შიშით დაიწყო ცხოვრება სიმარტოვეში. შიშით იმის გამო, რომ შემოქმედმა დასაჯა და ახალ სამყაროში, მატერიალურ გარემოში თითქმის საკუთარი თავის იმედად მიატოვა. ხოლო სიმარტოვეში კი იმის გამო, რომ ადამი და ევა, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ინტელექტუალური ბიოლოგიური ფორმა, მარტონი აღმოჩნდნენ მთელს პლანეტაზე.

  მოდით ამ ეპოქას ვუწოდოთ ,,სიმარტოვის პერიოდი“ და დავარქვათ თანამედროვე სახელი - ,,სიმარტოვის ერა“. განვსაზღვროთ მისი ხანგრძლიობის ვადაც, რომელიც მოიცავს სამოთხიდან გამოძევების დროიდან, ვიდრე წარღვნამდე პერიოდს  და თან მივყვეთ ზემოთ ხსენებულ ტექსტს.

  შემდეგი გარდაცვალება და აღდგომა განხორციელდა სიმარტოვიდან-თვალთმაქცობაში. ე.ი. წარღვნისშემდგომი პერიოდიდან, ვიდრე ეგვიპტიდან გამოსვლამდე. მას ვუწოდოთ ,,სიმარტოვის ერა“.

  თუ ამ ეპოქას დავაკვირდებით ეს მართლაც ასე მოხდა. ადამის მოდგმა შემოქმედის ნებით გამრავლდა და მთელი დედამიწაც მოიცვა. ნოეს შვილების: სემის, ქამისა და იაფეთის მრავალრიცხოვანი ტომები (ხალხი) ახალი სამყაროს სხვადასხვა კუთხეში განსახლდა. მათმა სიმრავლემ და ე.წ. ,,სიჭრელემ“ ხალხი შემოქმედს დააშორა და თვალთმაქცობის ჭაობში გადაისროლა. ,,ცამდე უწვდოდეს გოდოლის“ აშენების სურვილით, უფალთან გატოლებაც კი სცადა ... ერთი სიტყვით შემოქმედის მიერ შექმნილი  HOMO SAPIENS-ი დიდი გაიძვერა გახდა. ამ ეპოქას დავარქვათ ,,თვალთმაქცობის ერა“.

  მესამე გადრაცვალება თვალთმაქცობიდან - უდარდელობაში განხორციელდა. ეს ეპოქა მოიცავდა ეგვიპტიდან გამოსვილის, ვიდრე ქრისტეს შობამდე პერიოდს.  ამ ეტაპზე ადამიანის მოდგმა მართლაც უდარდელობამ მოიცვა, რაც პირველ რიგში შემოქმედისადმი უპატივცემლობაში, სხვადასხვა ბომონებისა და ცხოველების (გაიხსენეთ ოქროს კერპები: ხბო, ძაღლი, ვირთხა და სხვ) თაყვანისცემაში გამოიხატა. ამ პერიოდს ვუწოდოთ ,,უდარდელობის ერა“.

მეოთხე გარდაცვალება განხორციელდა უდარდელობიდან - სიძულვილში. ეს ეტაპი მოიცავს ქრისტეს შობის პერიოდს. მას ვუწოდოთ ,,სიძულვილის  ერა“ და აღვნიშნოთ, რომ ქრისტეს ჯვარცმა მართლაც სიძულვილის კლასიკური მაგალითი გახლდათ,
  როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აღნიშნული ერა მოიცავს ქრისტეს შობიდან ვიდრე ჩვენს დრომდე ეპოქას (ოცდამეერთე საუკუნის ჩათვლით). მისი დასასრული იქნება აპოკალიფსისი ანუ განკითხვის დღე, რომელიც ნეტარების (სიყვარულის) ერით შეიცვლება.

  ადამიანები ,,სამუდამო ნავთსაყუდელს“ ჰპოვებენ ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში. ქრისტეს მეორედ მოსვლა ამის წინაპირობა იქნება და ეს მოსვლა სიყვარულით განხორციელდება იმიტომ, რომ თავად ღმერთის გამოცხადება ,,არს სიყვარული“, რომელიც ცოდვილ სულებსაც კი ჯოჯოხეთში იმის გამო გაუშვებს, რომ მათ ცოდვები მოინანიონ და შემდგომ ცხონდნენ.

  ე.ი. მეხუთე გარდაცვალება მოხდება სიძულვილიდან - სიყვარულში და ეს იქნება საბოლოო გარდაცვალება. ამ ეტაპს ვუწოდოთ ,,სიყვარულის ერა“ და ჩავთვაეთ, რომ ის უკვე იქნება აპოკალიფსისის შემდგომი ეპოქა ანუ სამოთხეში ნეტარად ცხოვრების შესაძლებლობა. რაშიც, რა თქმა უნდა,  ჯოჯოხეთიც იგულისხმება.

  მაშასადამე მეექვსე ერა იქნება სიყვარულის ერა და ადამიანი უკვე აღაფერში აღსდგება.
  ე.ი. თუ ადამიანის სულის აღდგომის და გარდასახვის პროცესს დედამიწის ცივილიზაციის განვითარების მთელს პერიოდზე განვაზოგადებთ, მაშინ კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე ხუთი ერა გაიარა (მეხუთე ჯერ გასავლელია) და მალე მეექვსესაც მიადგება.

ეს ერებია:
  - შიშის ერა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       
- სიმარტოვის ერა;
  - თვალთმაქცობის ერა;
  - უდარდელობის ერა;
  - სიძულვილის ერა;
  - სიყვარულის ერა;

  ამ მსჯელობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეიძლება იმაში დარწმუნება თუ გარკვეულ შემთხვევაში რა ძლიერია ბოროტება. ადამიანის სულმა და თვით კაცობრიობამაც მთელი ხუთი ერა (ეტაპი) გარდაცვალება-აღდგომისა მის წიაღში უნდა განვლოს და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს სიკეთეს, ანუ მუდმივ სიყვარულს, რომელიც თავად შემოქმედია, რადგან სიყვარულმა შვა სამყარო და არა სამართალმა.

    პატივცემულო მკითხველო!

ნოდარ დუმბაძის სიტყვების უფრო ღრმა ანალიზი და განსჯა თქვენთვის მომინდია. ის იმიტომაც იყო დიდი ჰუმანისტი, რომ მან თავის ეპოქას გაუსწრო და ,,ზეცა“ დედამიწასთან დააკავშირა. შემოქმედის ,,დიად ხატებას“ - ადამიანის სულს, ,,სიკეთის ნეიტრონების“ პროვოცირებით, ცეცხლი შეუკეთა და ,,ჯაჭვური რეაქციის“ პრინციპით მოქმედებაში მოიყვანა. მისგან მიღებული სითბო კი ,,მარადისობის კანონით“ გულიდან-გულში გადაღვარა ...

  ... დიახ! ,,მარადისობის კანონი“ აღმოაჩინა.       
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები