ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2020


მგზავრობისას

ვიჯექი ჩემთვის და თითქოს თვალის ჩინი ახალი დაბრუნებული მქონდა ,
მოწყურებული ვუყურებდი ირგვლივ ვაგონში ყველას .
მივდიოდი აღმოსავლეთით .
ვუყურებდი ერთ მოხუც კაცს
და ჩემთვის ვფიქრობდი , რომ შვილიშვილებთან მიდიოდა ან იქნებ არც კი .
ვერაფრით აღმოვაჩინე მის სახეზე ან სიხარული , ან სევდა .
იჯდა , ცდილობდა ჩაეძინა , ვერ იძინებდა .
მეგონა ძალიან ეჩქარებოდა .
შემშურდა ორი პატარა ბავშვის ,
დაწაფულნი უყურებდნენ ფანჯრიდან მდინარეებს და არამარტო ,
მამას კი , რომელიც იქნებოდა ალბათ ორმოცის , სიგარეტის მოსაწევად გასულს  - ელოდებოდნენ ისე ღიმილით , რომ მოეყოლათ ირგვლივ ნანახი .
მომენატრა ჩემი ბავშვობა ,
ვაკის პარკი ,
წითელი ხრეში .
გაზაფხულის ფერი კაბა ეცვა  ერთ ძალიან ლამაზ ქალს ,
ჩუმი იყო ქალი და უკარება ,
დიდხანს ვუყურე , არ შემომხედა .
ვიჯექი ჩემთვის და ირგვლივ იშლებოდა საქართველო ,
მთები ,
ველები ,
წყლები ,
ტყეები ,
მე კი ვაგონში ვიყურებოდი ,
მომწონდა იქაც .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები