ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2020


27.03.2019 - 25.05.2020

* * *
ისევ ჩიტი
და მაისის ღამე ...
ისევ ვუსმენ იმქვეყნიურ გამებს ...

25.05.2020

* * *
Еще не весна
Но я уже
Выплакал осень

09.01.2020

(Харон)

Под монетками
Синева небес
Застывший блик

05.11.2019

* * *
დგას ანგელოსი
მუხლამდე წყალში - ისროლა ბადე...
სული ამოჰყვა სულ პატარა,
და დავიბადე.

02.11.2019

საღიმილოების სერიიდან

ინვესტორს ვეძებ,
მოწესრიგება მინდა ეზოსი -
იქნებ ბეზოსი?

23.10.2019

* * *
ბინდდება,
ხევებში ჩამომდგარ ნისლებთან
მისვლა და კაცურად ბაასი მინდება

28.09.2019

* * *
აღარც ჭრიჭინები,
აღარც მესკიელა,
წვიმს...  მგონი ცაზე სადღაც გაიელვა

28.09.2019

***
გული ოდესღაც
ფერადებით გადარახტული,
ახლა პარტახი...
იმედის ლეში მოხვევია როგორც არტახი.

30.08.2019

Notre-Dame de Paris

იწვოდა ღვთის სახლი,
ტაძარი მარისი,
მუხლი მოედრიკა
და დუმდა პარიზი...

15.04.2019

* * *
Как одинокие хризантемы
Белеют во дворах
никем не притоптанные снега ...
У горного кряжа
село моего детства.

29.03.2019

* * *
და ჰა, შემომღიმა მარტმაც განაზებით
- 56 !
ზოგჯერ მოზომილად,
ზოგჯერ გაანცებით,
დღეებს აღარ ვითვლი,
ვცხოვრობ საათებით...

27.03.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს