ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2020


უცვლელი

ხილული სამყარო მუდმივად იცვლება.
ყოველდღე ახალი იშლება ფურცელი.
დრო მიდის, საათი ქვიშისგან იცლება
და მხოლოდ შენ რჩები, უფალო, უცვლელი.

ცხოვრება თითქოსდა ახლიდან დაიწყო,
სულ ყველა კარებთან დაგრძელდა დღეს რიგი.
მხოლოდ შენ, უფალო, ცვლილებებს არ ითხოვ,
შენ ერთს არ გჭირდება ახალი წესრიგი.

ამ წესებს, ცხადია, ეშმაკი აწესებს
(ერთ ქვაბში რომ ხარშავს დიდებს და პატარებს)
და ზომბირებული მსოფლიო, სახეზე,
ნაცვლად ემოციის - პირბადეს ატარებს.

მერე კი, მთელს აქცენტს ამ ილუზიონის
სხარტად გადაიტანს თემაზე ვაქცინის
და ვეღარც მივხვდებით, უემოციონი,
ასე, ცვლილებებით თუ როგორ დაგვცინის.

...

ხილული სამყარო კვლავაც შეიცვლება,
ეს სამარცხვინო კი დარჩება ფურცელი.
დრო მიდის, საათი ქვიშისგან იცლება
და მხოლოდ შენ რჩები, უფალო, უცვლელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები