ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2020


გავათრევ, კიდევ გავათრევ

გავათრევ, კიდევ გავათრევ,
კიდევ ბევრ ტკივილს გავიტან,
კუბოზე ბოლო ლურსმნამდე,
გულს ბევრჯერ დაკრულ დანიდან!
არც რა ყოფილა მანძილად
ჰოემდე თურმე ანიდან, 
ერთი უღონო ტკრციალი
უკუნისამდე წამიდან,
ნისლი, გულს შემოლესილი,
ნისლს რომ  გაჰყვა და წავიდა!
დიდპაპას სისხლის ზინათი,
ჩამობერტყილი ქავიდან!
მზერას მარიდებს მარჯვენა,
ხელი, კვლავ მოსაცარი და
მაჯაში ხმლით მოსაკვეთი,
ჯვარზე მილურსმულ მკლავიდან!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები