ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2020


07.06.2020 - 23.06.2020

* * *
ისევ გვესტუმრა ბატონი შაშვთა -
შარშანდელივით -
ზაფხულის მზეი უმოწყალოდ სათიბებს შაშრავს.

22.06.2020

* * *
საცაა ყანებს ფხაში ოქრო შეეპარება,
გუგულის გუ-გუ მომენატრა -
დააგვიანა.

22.06.2020

* * *
საღამოს სიო.
ვინ დაპატიჟა?
სახლში მოიწევს გომბეშო ტყიდან...

21.06.2020

* * *
ფერდს ვატერასებ -
დილიდან გზა-გზა ვაგროვებთ ლოდებს ...
ვინ გააბნია?

20-21.06.2020

* * *
საღამოს თბილი, სიო, ხავერდი
და ბალახებში მეტეორად -
ციცინათელა.

20.06.2020

* * *
ყველგან ხეებზე ცარიელი კაბა-ხიფთანი -
ჭიჭინობელებს დეფილე აქვთ,
სამოსს იცვლიან.

20.06.2020

* * *
ისე სურნელებს
ვარდებს ფერი წაერთვათ შიშით-
ასკილის ბუჩქი.

19.06.2020

* * *
საღამოს სპლინი.
ჰამაკში ვებრძვი
რულს და კოღოებს ...

19.06.2020

* * *
მზე გადიწვერა.
პირისფერი დაედოთ ღრუბლებს.
ჩვენი პიონი მომაგონდა - დაიყვავილა.

18.06.2020

* * *
ჯერ ისევ მწვანე ყანისპირზე
ყაყაჩოები -
პატარა ლეკვი ჩამოცვენილ ფურცლებსა ყნოსავს.

18.06.2020

* * *
უკვე დაბინდდა.
ბაზალეთიდან ბუგი-ვუგი -
ხევში ტურები ...

17.06.2020

* * *
ძალაში შედის ზაფხულის სიცხე.
ღელიდან წყლის ხმას
ჭრიჭინებმა აჯობეს უკვე.

17.06.2020

* * *
უუ - რუ! უუ - რუ! -
ტინისხევიდან ჭოტის ძახილი
და სავსე მთვარე ...

07.06.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს