ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2020


უნახავ მეგობარს

ძვირფასო მეგობარო:
მე ვარ უძლური, ზარმაცი და სევდიანი!
იქნებ მოხვიდე,
როგორმე გამოიკვლიო გზა ამ თვის მიწურულს,



სხვაგან კი ვიოლინოები სამწუხაროდ თამაშობდნენ
და  ჩემი კუბო გამოასვენეს ქარიშხალსა და ქარში,
არც მომიფრთხილდნენ.
აღარც წვეთით ,აღარც ნაპერწკლით..

და შორეული თოლიები ტირიან,
მოსთქვამენ,
გახსოვს მეგობარო, როგორ მიყვარდა მათი ხმა,
მეტი არც მინატრია რაიმე.
ახლა კი:
ამ ვერცხლიაფერ წვიმაში
ამ შავ ქარში
ვიოლინო მწუხრად ყვება ჩემს ამბავს.

2

ფქვილი და მარილი ვთესე
ნემსები ყოველთვის მკვეთრია.
ეშმაკი ვიცეკვე მინდორში!
"სულიკოთ" ავანთე კოცონი!

სადღაც შორს საყრდენი კედლები,
წყალს წაუღიაო იმაღამ,
ქვიშაზე ნაბდები, ქსოვები
ვიზსენებ
ვიხსენებ
ვიცლები
ვზივარ და წყალმაც მე  წამიღოს.

თბილია ქვეყნები შორით-შორს,
შორი-შორს ამდენი როდია?!
მე ვნატრობ უხილავ აჩრდილებს
ჩემთან კი სეტყვების ომია.
...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები