![](img/users/145794215194483s.jpg) | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 6 აგვისტო, 2020 |
რა მოგახსენო ამ ცხოვრების, ძმაო, ელიოტ, ვფიქრობ, დეჟავუს გვირჩევნია ოდენ, ჟამევუ... ჩვენ ხომ ლოთობას დიდი ხანი ვერ შეველიეთ და უხარისხო კონიაკით ვკლავდით ღამეებს! ათასი რამე მოვიხადეთ, ჭირი, ქოლერაც, მაინც სასმელით უნდა მოვკვდეთ, ერთიც დაისხი, შეშლილებივით წავიცეკვოთ, ჯიგარ, ბოლერო ან თუნდაც ჯიგა, სულერთია, ცეკვის ხარისხმა არ შეგაშინოს, ძმაო ჩემო, რადგან ნიადაგ, უნდა იცეკვო ისე, თითქოს არვინ გიცქერის, დავძრწოდეთ ასე ბაქან-ბაქან, უფრო ლიანდაგ, უფრო ლიანდაგ, ბაქან-ბაქან, გზაზე უფსკერო გუბე ჩამოწვეს, რათა მთვარემ თავი დაიხრჩოს, თუმცა ჩვენსავით კონიაკით არა-გუბეში, ეს ბოლო ღერი სიგარეტიც პირში გაირჭე, ფილტვებსაც ცივა, მიმოათბე და დიდუბეში, ხიდთან გავიდეთ, მტკვრის ნაპირთან უწინდებურად ნაცნობ მეძავებს მივაკითხოთ, მათთან ნისია მოსული არის, თუ გიცნობენ, თუკი გენდობა ერთი მათგანიც, რას მიყურებ, უმაქნისივით? წამოდი, ძმაო, დღეს ბოლოჯერ ავიდეთ ქსნისკენ, უარი არ თქვა, მიეწიე ფილიპ ნუარეს და კონიაკით ვიზეიმოთ ყოველი რისკი, არისტოკრატთა სასმელია შამპანიური... ...ან იდიოტთა, რა აზრი აქვს, ძმაო, ელიოტ, ვფიქრობ, დეჟავუს გვირჩევნია ოდენ, ჟამევუ... ჩვენ ხომ ლოთობას დიდი ხანი ვერ შეველიეთ და უხარისხო კონიაკით ვკლავდით ღამეებს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. <3 ვიზრდებით <3 ვიზრდებით
2. ჯონათანის კომენტარს შემოვყევი. სმის და მეძავი ქალების არაფერი გამეგება,პრინციპში არც ლექსების,მარა რომ დაგამახსოვრდება,ისეთი ლექსია,ტოვებს კვალს. ჯონათანის კომენტარს შემოვყევი. სმის და მეძავი ქალების არაფერი გამეგება,პრინციპში არც ლექსების,მარა რომ დაგამახსოვრდება,ისეთი ლექსია,ტოვებს კვალს.
1. "მიეწიე ფილიპ ნუარეს" :)
როგორი გონიერი ხარ <3
"მიეწიე ფილიპ ნუარეს" :)
როგორი გონიერი ხარ <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|