 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 13 აგვისტო, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძველი მაგარი ბიჭი, ახალგაზრდობაში გლდანი-ნაძალადევის რაიონს აზანზარებდა ...ისე აზანზარებდა რომ იფიქრებდი მიწისძვრა მოხდა თემქაზეო....
მაგრამ ეჰ...რთულია ასეთის ყოფა ახალ დროებაში, მოსწყინდა წყნარი ცხოვრება , უბანში გარჩევებმა და აყალ-მაყალმა იკლო...ჩანგლების გაყრა ვენებში და ტრაკის თამაშიც წარსულს ჩაბარდა...დრო შეუქცევადად შეიცვალა.
ერთხელაც, ზაფხულის ცხელ საღამოს მას სერიოზული, წარსულის სევდა შემოაწვა, უცებ გეგმა შეიმუშავა, ადგა, ჩაიცვა სპორტულები, ბოტასები ნახევრად შეიკრა, თმა აიყალყა, წითელი ლიფტიანი მარლბორო დაადო აიფონს, ხელში მობღუჯა და იქვე, ავტოსახელოსნოს მoადგა ჯერ დიდხანს ზვერავდა გარემოს , კითხულობდა წარწერებს....კარბურატორი--ბორია, საქარე მინის აღდგენა--გენა და ხადავიკი---საშა მერე ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ერთ ბეემვეს , რომლის კაპოტიც აეხადათ და მგონი რვა ადამიანი იყო ჩამძვრალი...ეტყობოდა ამ გერმანული ავტოკონცერნის საოცრებას რაღაც ისეთი ჭირდა რომ ხელოსნებს კონსილიუმი გაემართათ და ჯერ მაინც ვერა გაეგოთ რა... ---აბა მიშა სად არი ჯიგრებო....მაგის დედა უნდა ავაწიოკო---ხრინწიანი, დაყენებული ხმით გამოსცრა კბილებში ძველმა ბიჭმა და ბეემვეს შიტოკს პროფესიონალურად მიაფურთხა .... ხელოსნები აიშალნენ...თვალები გადმოკარკლეს და მათ კოლექტივში არარსებულ მიშას გონებაში დაუწყეს ძებნა . ---ეხლა არ დამალოთ, მე მაგის გადამგდები დედას შევეცი!--ხმა აიმაღლა ძველმა ბიჭმა და იგრძნო როგორ დაბრუნდა საამაყო წარსულში...---ვინც დამალავს , მაგის ბოზ დედას მოვსტყნავ !.....თქვენ სადა ბანაობთ...თქვე ბოზებო....300 ლარი ამახია მაგ ნაბიჭვარმა! კალოდკები გამომიცვალა , ვითომ ორიგინალი დამიყენა, მერე კალოდკებმა წრიპინი დაიწყო, ვიფიქრე ახალია და გაუვლის მეთქი მაგრამ ეგ დედაარღნიანი ჩინური იყო და აპორნები გამიფუჭა ! ხელოსნები ნელა მოდიოდნენ აზრზე, ბოლოს უთხრეს, ისაო, მიშა არ ვიცით ვინაა და სავარაუდოთ გეშლებათო....მიშა აქ არა მუშაობსო ...ერთმა ჭაღარა ხელოსანმა ისიც კი თქვა, 10 წელი აქ ვარ და მიშა არ გამიგონიაო....--რაოო?..--ამძღნერდა ძველი ბიჭი და თვალებიდან სულ ცეცხლი აფრქვია, თან ხელს იქნევდა და სულ მიმოფანტა წითელი მარლბორო ზეთიან და ჭიჭყიან ტილოებით დაფარულ მიწაზე ... --არაო, აქ არ მუშაობსო, არაოოო..იმეორებდა ყველა, თან თავებს გამალებულნი აქნევდნენ.... და რაც უფრო უარობდნენ ის პატიოსანი და უბედური ხელოსნები, მით უფრო მეტს ხარობდა და გიჟდებოდა ძველი ბიჭი...სიამოვნებდა როცა ამდენი ხალხი მის წინაშე თავს იმართლებდა, იბღინძებოდა და კაჩაობდა ! აბა რაა! ძველი დრო დამდგარიყო !!! ამდენი დააჩმორა !!! მაგრამ..ო, საოცრებავ,მოულოდნელად სცენაზე ..უი...სცენაზე კი არა და ...უცებ ეზოში შემოგრიალდა შავი მერსედესი, "ც" კლასი....ხელოსნებს სახე გაუნათდათ
მერსედესიდან მამაკაცი გადმოვიდა, დინჯად მოძრაობდა , მას კიდევ ორი მამაკაცი გადმოყვა..ძველი ბიჭი ცოტა შეშფოთდა, მაგრამ ძველი დრო გაიხსენა და თესლური ღიმილი მოირგო სახეზე, ის მამაკაცი წინ დაუდგა , ხოლო ის ორნი აქეთ- იქიდან ამოუდგნენ --ეხლა გააჯვი ბიძაჩემო, სანამ დედა არ მოგეტყნა და აქ მეტი აღარ დაგინახო, გაიგე შე აფერისტო ახვარო???-----წყნარი, მელოდიური ხმით თქვა იმ მამაკაცმა და მერე ხელით ანიშნა დანარჩენებს რაღაც .
........ის სახლში ძლივს, კოჭლობით მივიდა...დიდხანს იჯდა სამზარეულოში და კანკალებდა ...მერე ლუდი დალია.....ბოლოს ცოტა რომ დაწყნარდა, ფეისბუქი გახსნა, მგლის ფოტო დააყენა და დაპოსტა :
"მაგარ ბიჭებს გაუმარჯოს, ბოზებს დედას რომ უტყნავენ ".....:)
ს.ნ.2020 ©
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|