(ექსპრომტი)
მზე – მომღიმარი გვირილის სული; ველი – ყოველი ზეცა; – ჟამმა სირბილით და ჟრიამულით კეცა, ნელ–ნელა კეცა გულში... და ასე თრთოლა დაიწყო, ასე აეწყო თრთოლა. მესმის... და ვხედავ ცა მოვიდა და რაღაცა დამეტოლა. ისმის კივილი და მქუხარება, ღამეა, კვნესაც ისმის მაგრამ... და მაინც მისთვის დილაა – სუნთქავს სიმშვიდეს ის, ვინც. ვიღაცას რთავენ, ვიღაც თავს ირთავს, რთველი სირთულეს ერთვის, თუმცა ნამკალი გაზაფხულია, ერთადერთია, ერთი!... ვიღაცას კლავენ ... მკვლელი ვინაა ? – დანა ვინც გაუყარა? –ჩემთვის არავინ!...– ცხოვრების მკლავი, უფრო ზუსტად და მყარად. თვითონ ღამურა, – როგორც სიზმარი გამიფერადა ყველა,– შორს ისე მიდის, შორს ვერ წავიდა ვერა, ვერა და ვერა. აწყობს თუ არა გრიგალს ჩადგომა, მღერის თუ არა აწმყო,– ყვავილს ბგერებით, სიტყვას ყვავილით, მე სიცოცხლეში ვაწყობ. ისე, ირიბად; – ასე პირდაპირ, ბგერაში დავხრი თავთავს: ენის დამსობს თუ ენა დავასე, ზენაში რაღას დავთეს?! ვიღებ კალამს და ველის ყვავილებს, – ყვავის თუ არა აწმყო, – მე მოვალე ვარ, თავისუფალი, და მომავალში ვაწყობ.
ავტორი: მუხრან აბაშიძე, 12 მაისი, 2010 წელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|