 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 18 აგვისტო, 2020 |
„ხშირად მსმენია ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ადამიანებს იმ დროს, როცა მათ დიაგნოზს აცნობენ, საშინელ, სასიკვდილო დიაგნოზს. ყველა ისტორიაში არის შემაძრწუნებელი ის რომ, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიისა, ფერისა თუ რწმენის, მიუხედავად ფობიისა თუ მისი არარსებობის, სუიციდური მისწრაფებისა თუ ფსიქიური აშლილობის, ყველას ერთი რეაქცია აქვს: ჯერ ქვეცნობიერი იმედი იმის, რომ არაფერია სერიოზული, შემდეგ გაორება ყურებში, უფრო სწორად გაორება კი არა გაათმაგება, თითქოს სადღაც გაფუჭებულ მიკროფონში გესაუბრებიან და შემდეგ კი კადრები, კადრები, კადრები. სანამ პირველ სიტყვას ამოთქვავენ, პირველ სუნთქვას გაბედავენ, თვალწინ უამრავი და უსასრულო კადრები ჩაირბენს- ცხოვრების კადრები. რაც არ უნდა ბევრჯერ ჰქონდეს ადამიანს ამაზე ნაფიქრი, პირველი მისი რეაქცია მაინც ყოველთვის შოკია, რომელსაც ისინი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ზოგს პირველად არც სჯერა, ვერც იჯერებს იმას, რასაც ისმენს (იმედი, რომ მოესმა და ეს ყველაფერი მის თავს არ ხდება არ ტოვებს), ზოგი ტირილს იწყებს, ალბათ ისინი, ვინც ბავშვობაში ტირილის შემდეგ მუდამ იღებდა იმას, რაც უნდოდა. ზოგს სიბრაზე იპყრობს, ზოგი ბოლომდე გრძნობს და გამოხატავს სიკვდილის თანმდევ შიშს. ზოგი კი უბრალოდ დუმდება, კარგავს საუბრისა თუ აზროვნების უნარს , თითქოს ემოციებისგან იცლება .... ამ დროს ხშირია კითხვები: რატომ მე? რითი დავიმსახურე?რა დავაშავე რომ ასე დავისაჯე? ნუთუ ვერაფერი მიშველის? არ შეიძლება რამე გამოიგონონ, რაც მიშველის? ნუთუ არ შეგიძლიათ ჩემი მორჩენა? და ა.შ. ექიმმა პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოს ამდაგვარი აგრესია, უნდობლობა თუ არაადეკვატურობა პაციენტის მხრიდან...“
მე თითქმის ნერვიულად გამოვედი დარბაზიდან და ვესტიბიულში დავიწყე წინ და უკან სიარული. ჯიბეში სანთებელა მოვჩხრიკე და ჩანთის მცირე ელვიანი ჯიბიდან გადამალული ღერი სიგარეტი ამოვიღე. იქ მოწევა არ შეიძლებოდა, გარეთ თუ გავიდოდი, უკან დასაბრუნებლად ალბათ გამბედაობა ან სიბრაზე არ მეყოფოდა. ამიტომ სანთებელა ისევ უკან ჩავდე, სიგარეტს კი მოუსვენრად დავუწყე ხელში თამაში. ამ დროს დარბაზიდან ტაშის ხმა მომესმა. კიდევ მგონი საუკუნე მომიწია ლოდინი, სანამ ღრმა ცისფერ კოსტუმში გამოწყობილი, ელეგანტური მიმოხვრისა და მიზანსწრაფული სიარულის მანერის ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოვიდა. ხელში მოუკიდებელი სიგარეტი მეჭირა და მას თვალს ვერ ვაშორებდი. იმ მომენტში მისი გარეგნობისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. ეს ახლა შემიძლია აღვწერო, რადგან ის კადრები ჩემი გონების ვიდეოთეკაში წარუშლელადაა აღბეჭდილი. რაზე ვფიქრობდი მაშინ? თითქმის არაფერზე! ჩემს გონებაში ტრიალებდა ნაწყვეტები მისი ლექციიდან და მიკროფონის ეფექტით ჟღერდა ყურებში. ამ ხმებს ექო ემატებოდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა. იმდენჯერ მოხდა ეს ჩემს გონებაში, რომ ბოლოს სიტყვები და წინადადებები მხოლოდ ცარიელ სიტყვებად და წინადადებებად დარჩა და გონება საერთოდ გაეთიშა ფიქრს. მხოლოდ, გონების თვალები უყურებდა ფირებს და გონების ყურები უსმენდა სიტყვებს! ამ აგონიისა თუ შფოთვის, გონებასუსტობისა თუ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის წუთებში, ვიგრძენი ვიღაცის მოქნილმა ხელმა როგორ ამომაძრო სიგარეტი თითებიდან. ჩემი რეაქცია იმდენად შენელებული იყო, რომ ალბათ შევაშინე. ამიტომ, მას მერე რაც სიგარეტი მოჭმუჭნა და ურნაში ისროლა, მომიახლოვდა, ორივე ხელი მოიქცია თავის გრძელ და ნატიფ მტევნებში და თვალებში ჩამხედა. რომ არა ჩემი მდგომარეობა, შეიძლება ამ ჩახედვას უფრო ღრმა და საფუძვლიანი გრძნობები გამოეწვია ჩემნაირ მგრძნობიარე და სიყვარულის აკუმულირების უნარიან ადამიანში. დრო არ მახსოვს, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გრძელდებოდა, რადგან იმ მომენტში ჩემთვის დრო აღარ არსებობდა. უდროობის სამყაროში გადავცხოვრდი, სადაც ბგერებმა განზომილება შეიძინეს, რამდენიმე განზომილება ერთდროულად. არც ნელა გადიოდა დრო და არც _ სწრაფად. უბრალოდ ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემს თავს სადღაც, რომელიღაც პარალელურ რეალობაში. არ ვიცი ეს კოდური სიტყვა იყო ჩემს ჰიპნოზირებულ ცნობიერებაში თუ რა, მაგრამ სიტყვა „სასწრაფოზე“ გონებაში მექანიზმი ავტომატურად ჩაირთო და ჩემი ხმა, ჩემი პასუხის ჟღერადობა ძალიან მეუცნაურა, თუმცა ის მაინც გაისმა და ნამდვილად დამამშვიდებლად ჟღერდა „არა, გმადლობთ“. ამას მოყვა: „ყველაფერი კარგადაა“, „ჩემი სიგარეტი?“, „რომელი საათია?“ და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო. მახსოვს როგორ წამიყვანა და თავის მანქანაში ჩამსვა. მანქანა -2 სართულზე ავტოსადგომზე იდგა. კარგა ხანი მივდიოდით მანქანამდე ისე რომ მისკენ თითქმის არ გამიხედავს, ის კი ხშირად ისროდა ჩემსკენ მზერას. ამ მზერაში მზრუნველობა იყო, შეშფოთება, შიში, შეფიქრიანება თუ კიდევ სხვა გამოწვეული ემოცია, არ ვიცი დღემდე, რადგან მე მხოლოდ მივდიოდი და ჩემი მზერა სადღაც შორს, უშორეს წერტილში იყო გაყინული. მანქანის კარი გამომიღო, თითქმის ძალით ჩამსვა და პატარა ბავშვივით შემიკრა ღვედი. ჩემი საქციელიდან გამომდინარე, არც კი ვიცი მე მის ადგილას რა წარმოდგენა უნდა შემქმნოდა ამდაგვარ ადამიანზე. _ თქვენი პირადობა თან გაქვთ?_ მკითხა, მას მერე რაც მამაკაცისთვის ზედმეტად მსუბუქად მოთავსდა ავტომობილის მარჯვენა მხარეს . მანამდე მარჯვენა საჭიან მანქანაში თითქმის არ ვჯდებოდი _ ერთ-ერთი ჩემი მორიგი ფობია, ახლა კი ეს ყველაფერი საკმაოდ დაუძალებლად ხდებოდა, თითქოს შიში სადღაც ჩაიძირა. მე, მივხვდი რა, რის გამო შეიძლება დაინტერესებულიყო ჩემი პირადობით, მივუტრიალდი და მშვიდად მივუგე _ მე მახსოვს სად ვცხოვრობ _ და რატომღაც გავუღიმე. _ ზედმეტად კარგად მუშაობს თქვენი ტვინი, ფსიქიურად აშლილისათვის! _ და ჩვეულებრივი მოკვდავისთვის? _ ჩვენ ყველა ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, ფსიქიურად აშლილებიც, თუმც... _ თუმცა, მე ფსიქიურად აშლილი არ ვარ, უფრო სწორად, ასეთი დიაგნოზი ჩემთვის არ დაუსვავთ ექიმებს. _ მაშ, როგორი დიაგნოზი დაგისვეს? _ სასიკვდილო! _ და კვლავ გამეღიმე. მის თვალებში ვიყურებოდი, სადღაც შორეულ წერტილში, თითქმის ქორიოდეამდე, უკიდეგანო სიღრმეების შორეულ წერტილში და უკვე მეღიმებოდა. _ .... სასიკვდილო.... _ ძლივს გასაგონად, მაგრამ გარკვევით ჩაილაპარაკა. _ თქვენ ყველას ისტორია არ გაქვთ მოსმენილი! _ კონტექსტიდან ამოვარდნილად ჟღერდა ეს ფრაზები, მაგრამ პატარა პაუზის მერე ის მიხვდა, რაზეც იყო საუბარი. _ რამდენი დაგრჩათ? _ დაახლოებით თვე-თვენახევარი. _ სიმსივნე? _ სარკომა. _ რამდენი ხანია რაც დაგისვეს? _ დღეს დილით ვიყავი პასუხებზე. _.... _.... _ თქვენ არ ჩაგესახათ იმედი პირველწუთებში? არ შეგეშინდათ შემდეგ? - რატომღაც, წითელი ფერი დარბოდა მის მშვიდსა და გაწონასწორებულ სახეზე ამ მომენტში. მე უკვე სკლერამდე ვიყავი მზერით. _ მე იმედი არც დამიკარგავს! _ გჯერა რომ გადარჩები? _ რაც არ მქონდა, იმას ვერც დავკარგავდი. _ ......... _ ......... _ რა იგრძენი ამ დილას, როცა მოისმინე დიაგნოზი? _ თქვენ ექიმებს ასწავლით, თუ როგორ უნდა მიიტანონ სიმართლე პაციენტებამდე... _ მე უბრალო ფსიქოლოგი ვარ, რომელიც ვცდილობ ადამიანებს ცხოვრება გავუადვილო! _ უბრალო... თქვენ ან ზედმეტად დაბალი შეფასება გაქვთ საკუთარი თავის ან კი პირიქით... _ მე აქამდე ვფიქრობდი რომ საკუთარ თავს ობიექტურად ვაფასებდი და განდიდების მანიით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ. _ რახან ოდესმე მაინც გიფიქრიათ რომ განდიდების მანიით შეიძლება შეპყრობილიყავით, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ხართ ამით შეპყრობილი, უბრალოდ თქვენ საკმაოდ კარგად ფლობთ საკუთარ თავსა და ემოციებს იმისათვის რომ სხვები არ შეაწუხოთ თქვენი მანიებით. _ ხოოო, აქამდე მეგონა ობიექტური ვიყავი საკუთარი თავის მიმართ! _ ძალით გაიღიმე მარცხენა ტუჩის კიდით. _ ყველას საკუთარი რეალობა აქვს, ასე რომ სუბიექტი არ შეიძლება იყოს ობიექტური, მითუმეტეს საკუთარი თავის მიმართ. _ თქვენ ფსიქოლოგი ხართ თუ ექიმი? _ ანუ, რა ჯანდაბა მინდოდა თქვენს ლექციაზე? _ საკმაოდ ფილოსოფიურად მსჯელობთ უბრალო მოკვდავისთვის... _ და მაინც, მე უბრალო მოკვდავი ვარ! _ მაპატიეთ, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა! _ ყველაფერი კარგადაა. არ იდარდოთ. მე საავადმყოფოში ვნახე განცხადება თქვენს ლექციაზე და ჩავთვალე რომ ეს ბედისწერა იყო. _ გჯერათ ბედისწერის? _ ასე გამოდის. _ მე კი მგონია რომ ყველაფერი ადამიანის ხელშია. _ ადამიანის? ადამიანების, პლანეტების, ვარსკვლავების... ცხოვრება მრავალი ცვლადის ფუნქციაა. მრავალ რამეზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე, მრავალ ცვლადზე, რომლებიც თავის მხრივ კიდევ მრავალ რამეზე არიან დამოკიდებულები და მოცემულ მომენტში, მოცემულ სიტუაციაში, თითოეული ცვლადი რა მნიშვნელობას მიიღებს არავინ არ ვიცით. ეს იცის მხოლოდ დიდმა, ყველაზე დიდმა და დიდებულმა მათემატიკოსმა, ღმერთმა, რადგან მას ყველა მონაცემი აქვს ამის დასათვლელად. _ თქვენ ღმერთის გწამთ ესეიგი! _ წვერებიანი ბერიკაცის, ბუდასი თუ მუჰამედის_ არა. ზეარსების, რომელმაც კანონზომიერებაში მოიყვანა ეს სამყარო _ კი. _ და მაინც. რა იგრძენით როცა ექიმმა გაცნობათ ამ ამბის შესახებ? _ შემეცოდა. _ საკუთარი თავი? _ არა, ექიმი. ის ძალიან ნერვიულობდა. ახალგაზრდაა, ესე ორმოცის იქნებოდა და ან გამოუცდელი იმისათვის რომ ასეთი ამბები აცნობოს პაციენტებს, ან კი_ ჩემს მიმართ იყო განმსჭვალული სიმპატიებით. მე უფრო პირველი ვერსიისკენ ვიხრები. _ გამორიცხავთ რომ თქვენ მოსწონებოდით? _ მე არაფერს გამოვრიცხავ... _ უცნაურია, ან არ მიყვებით სიმართლეს. _ და რატომ უნდა მოგატყუოთ? 2 თვეში ჩემი სუნი არ იქნება ამ სამყაროში . _ კარგით, შეგეცოდათ, შემდეგ? _ შემდეგ დავამშვიდე და ვუთხარი რომ არ ენერვიულა. მე ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდი. _ და საიდან იცოდით? _ თქვენ სიზმრები თუ გესიზმრებათ? _ კი, მესიზმრება, იშვიათად მაგრამ მაინც. _ მიწისძვრა რომ იყო თბილისში 2002-ში გახსოვთ? საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა იყო. იმდენჯერ ვიყავი დატრეინინგებული სიზმრებით, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ როცა მიწისძვრა მოხდა, მთელი ოჯახი მე შევყარე მზიდი კედლის ნიშაში. ახლაც ასე მოხდა. იმდენჯერ განვიცადე ჩემი სასიკვდილო დიაგნოზი... პირველად რა შეგრძნება მქონდა არც კი მახსოვს. და რახან არ მახსოვს, ეს იმას ნიშნავს რომ არც ისე მძაფრი შეგრძნება არ მქონია, რომ შთაბეჭდილიყო ჩემს გონებაში ან მეხსიერებაში. იმდენად მაინტერესებს თუ რა იქნება სიკვდილის შემდეგ, როგორ და რარიგად გააგრძელებს ჩემი გონება და აზროვნება არსებობას, რომ ინტერესი გასაქანს არ აძლევს შიშს! ან კი თუ სული არსებობს, როგორი იქნება მეოთხე განზომილებაში გადაბარგება?! _ რომ გამოვედი გაფითრებული მეჩვენეთ, სიგარეტით ხელში... მეგონა მივხვდი რატომაც. ახლა კი თქვენ საპირისპიროს მიმტკიცებთ. _გამოაღე ერთი „ბარდაჩოკი“ სიგარეტი უნდ მედოს მანდ! _ ბარდაჩოკი კი არა _ უჯრა _ გავუღიმე. _ ბატონო? _ სალნიკი - ჩობალი კალოტკა - ხუნდი კრესტავინა - ჯვარედინი პადშებნიკი-საკისარი ვალი-ლილვი ვტულკა-მილისი რაზვალნი ვტულკა-საილენტბლოკი (პირდაპირი თარგმანი საშინელია და არ ღირს გამოყენება) ბარდაჩოკი-უჯრა _ შევხედე და ის უკვე ნახევრამდე ჩამწვარ სიგარეტს ეწეოდა, მიყურებდა და მიღიმოდა. მე სიგარეტი გამოვართვი და გავაგრძელე. _ შენ ბედნიერი ხარ? _ ამ წუთას _ მგონი კი, ძალიან მიხარია რომ შეგხვდი. ისიც არ ვიცი რატომ მოგიახლოვდი. ლექციიდან რომ გამოვედი იმდენი ხალხი მეხვია გარს, მე კი შენ შეგამჩნიე, პრინციპში რომ არ შემემჩნიე ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა, ისე მიყურებდი. კარგა ხანს ველოდე ხალხის გადინებას. მე ვიდექი და სიგარეტის ბოლის მიღმა სადღაც ვიყურებოდი და ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი პეპლები მცირე მუცელში, სადაც ელექტრო მუხტი კიდევ უფრო ქვევით აღწევდა. ძალიან გარკვევით ვიგრძენი როგორ შეირხა ჩემი გული და რაღაც ახალი ფილმი ჩაირთო, ახალი ჟანრის, მივიწყებული, გადაბერებული, გადაღრძუებული ჟანრის ფილმი, რომელიც კომედიასავით ღიმილს მგვრიდა, ეროტიკასავით ვნებებს აღძრავდა, დეტექტივივით კითხვებს მიჩენდა და მისტიკასავით გაურკვევლობაში გადავყავდი. _ წამოდი ჩემთან _ მომიბრუნდა ის. _ სახლში 12 წლის გოგონა და მეუღლე მელოდება! _ წამოდი ჩემთან _ ისე გამიმეორა თითქოს ვერ გაიგო. დაქოქა მანქანა და პასუხს არც კი დაელოდა, ისე აღმოვჩნდით მის 3 ოთახიან, იასამნისფერ ბინაში. მის ბინაში სინამდვილეში არაფერი არ იყო იასამნნისფერი, უბრალოდ ეს ფერი ჩემთვის მომავალთან და სიყვარულთან ასოცირდება. მახსოვს ყავის მანქანის ხმა, ესპრესოს სურნელი, ონკანის ჩხრიალი, ტანსაცმელის შრიალი, კარების გაჭრიალება და ღრმა სუნთქვა ჩემს მარჯვენა ყურთან, ცხელი ხელები ჩემს მხრებზე, სიმჭიდროვე, ღუტუნი და დავიწყებულის გახსენება... რატომ? არა, ეს კითხვა არ გამჩენია! სახლში რომ მიმიყვანა, სანამ მანქანიდან გადავიდოდი, მარჯვენა ხელზე ძალიან მაგრად მომიჭირა ნატიფი თითები, იმდენად მაგრად რომ ხელმეორედ განვიცადე დიდი ხნის დავიწყებული და ვიცი, ამან ის მთლად გამოიყვანა მდგომარეობიდან. დიდი ძალისხმევა მოუწია რომ გონს მოსულიყო და ჩემი ხელი გაეშვა.
სახლში კარი ჩემმა გოგონამ გამიღო, ჩვეულებისამებრ გადამეხვია და გაუთავებელი ტიტინით მომიყვა იმდღევანდელ ამბებს. მისი ხმა ელფების ჯადოსნური ჟღერადობით ჩამესმოდა მთელ სხეულში და არა მხოლოდ ყურებში. ვგრძნობდი როგორ მიყვარდა ის და როგორ ვჭირდებოდი მას. მიწაზე ჩემი ქმრის სილუეტის დანახვამ დამანარცხა. ის ისევ უკმაყოფილო გამომატყველებით შეშტერებოდა ეკრანს და არც კი იმჩნევდა რომ მე მივედი. მივხვდი, ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა. მივხვდი კი არა, გამახსენდა და მეც ჩვეულებისამებრ დავფაცურდი. ვიცოდი, შხაპი უნდა მიმეღო დაა ამავდროულად წყლით ჩასარეცხად ძალიან მენანებოდა ის სურნელი, რომელიც ტანზე დამრჩა - სიყვარულის სურნელი, ნაზი, ჯერ ბოლომდე მოუმწიფარი, კვირტის სტადიაში მყოფი სიყვარულის, რომელსაც თუ სწორად მოვუვლიდი, აუცილებლად გაიფურჩქნებოდა. ვახშმად მეუღლე დაგვიანებით მობრძანდა სუფრასთან. რამდენიმე შენიშვნა და საყვედური წამოისროლა, კვლავაც მაგრძნობინა რამდენად დამნაშავე ვარ, რამდენად არის ის ჩემზე აღმატებული და უცვლელი სახით დატოვა სამზარეულო. მე და ჩემმა გოგონამ ხალისიანად ავალაგეთ მაგიდა, მოვწესრიგდით და დასაძინებლად წავედით. ჩვეულებისამებრ მის ოთახში შევუხტი ლოგინში და ამჯერად ნიცშეს კითხვაში ჩავიძინეთ.“ღმერთი მოკვდა, ღმერთი ჩემშია“_ გავიმეორე და დასაძინებლად წავედი. ჩემდა უნებურად, ჩითის პერანგზე უარი ვთქვი და სათუთად შენახული ჟოლოსფერი პენუარი ჩავიცვი. დიორის „ედიქთი“ ვიპკურე და გონებაში წამიერად გაელვებული აზრების დალაგებას მოვყევი. მინდოდა ბოლო შანსი მიმეცა ალბათ და სწორედ ამიტომ ჩავუყავი ხელი საცვლებში, ყურში ნაზად კოცნა ვერ მოვასწარი, ისე მკრა ხელი და ხომ არ გადაირიე ამხელა ქალიო -მომახალა. ვაღიარებ, ძალიან გამიხარდა, გამეცინა ხმამაღლა და კმაყოფილმა დავიძინე. ღამე მესიზმრებოდა ის, ვისი სახელიც კი არ მახსოვდა (განცხადებაში ეწერა, მაგრამ მაშინ, როცა განცხადებას ვკითხულობდი, მხოლოდ ლექციის სათაურმა მიიპყრო ჩემი ყურადღება). ღრმად და მშვიდად მეძინა. მეორე დილით, სამსახურამდე კლინიკაში უნდა შემევლო, მორფინის გაცემისათვის რეგისტრაციის საბუთების მოსაგვარებლად. მეცინება ექიმის გაოცებული სახის გახსენებაზე, ჩემმა მომღიმარმა და ბედნიერმა გამომეტყველებამ რომ გამოიწვია. დახმარება ხომ არ გჭირდებათო, მკითხა. კლინიკის უკანა ეზოში გავედი მოსაწევად. კიდევ ერთი ღერი მქონდა დარჩენილი ჩანთის საიდუმლო ჯიბეში და სანთებელას ვუკიდებდი, როცა ვიღაცამ მომხვია ზურგიდან ხელები ჩემს ფორმადაკარგულ წელზე და მისკენ შემომატრიალა. მის ტუჩებს ტკბილი გემო ჰქონდა. ვიგრძენი დილით მირთმეული ახლადდაფქული ყავის გემო. _ გია! _ ია!_ უცებ მიუხვდით ერთმანეთს და როგორც იქნა სახელებიც გავცვალეთ. _ შენ არ უნდა კვდებოდე ია! მითუმეტეს ახლა, როცა როგორც იქნა გიპოვე! _უცნაური არსებები ვართ ეს ადამიანები: სიცხეში წვიმას ვნატრობთ, ზამთარში_ზაფხულს. მთაში_ზღვას. სახლში_ეზოს. სოფელში_ქალქაქს. ქალაქში_სოფელს, საქართველოში_ევროპა-ამერიკას, იქ_საქართველოს, ღამე_დღეს. ბავშვობაში_სიდიდეს. სიბერეში_ბავშვობას. გულის სითავისუფლეში_მის დაბორკილებას, სიყვარულის ტყვეობაში_თავისუფლებას!_ მიიღე რეალობა გია. დატკბი ამ მომენტით. დავტკბეთ ამ თვენახევრით. ოღონდ, მე ჩემს ქმარს ვერ მოვატყუებ, უნდა მოვუყვე ყველაფერი. _ სასიკვდილო დიაგნოზზე? _ არა, ჩვენზე! ჩვენი შეხვედრები რომც არ გაგრძელდეს, მე მას ვერ მოვატყუებ. _ რატომ არ უნდა გაგრძელდეს? არ გამაგიჟო! _ .... _ გამეღიმა. _ შენს ჯანმრთელობაზე არაფერს მოუყვები? _ არა, როცა გაიგებენ მაშინაც საკმარისი იქნება. ვიცი ჩემი გოგო ძალიან განიცდის. როცა მოხდება გარდაუვალი, მაშინაც ეყოფა ტკივილად. მანამდე კი, ჩვენ ისედაც მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან და გასახსენებლად ესეც კმარა, სანანებელი კი არაფერი ექნება, ვიცი! საგონებელში მასზე ფიქრმა ჩამაგდო გუშინ, როცა კლინიკიდან გამოვედი და სწორედ ამიტომ გამიხარდა ლექციის შესახებ რომ გავიგე. ლექციაზე კი მივხვდი რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ჩემნაირი შემთხვევების შესახებაც, ესეც ხომ ქეისია, ვიფიქრე გამოგადგებოდა. გარეთ ჩემს გოგონაზე ვფიქრობდი და იმედი მქონდა რამით დამეხმარებოდი, რამეს მასწავლიდი... შენ კი მართლა დამეხმარე, ოღონდ სხვაგვარად! _ არ ვიცი რა ქვია ჩვენს გრძნობას. ვნება? სიყვარული? _ სახელები მოკვდავებს ჭირდებათ ყველაფრის დასალაგებლად. მე კი არაფრის დალაგებას აღარ ვაპირებ. დაე ენტროპიამ შთანთქას ჩემი ცნობიერება! _ დაე! ჩამიკრა. _ ქმარს როდის ეუბნები? ან აქამდე რატომ არ დასცილდი? _ ზოგჯერ იმდენს ვცდილობთ ყველა ვასიამოვნოთ, რომ ხშირად საკუთარი "ჩემო"-ები გვავიწყდება და გვავიწყდება ძველი ქართული სიბრძნე : "ყველას ვერ აამებო"! მეც მასთან თანაცხოვრების მანძილზე დამავიწყდა „ჩემო“. ჩემი გოგონასთვის და ხალხისთვის ვვარსებობდი. დამავიწყდა რომ მერქვა ქალი, მახსოვდა რომ მერქვა დედა, მეუღლე, შვილი და მოქალაქე!
*** _ დე, რამე მომიყევი რა! _ მთხოვა ნინიამ. _ პირველად იშვა სიტყვა მერე _ ადამიანი. სათქმელი ცოტა იყო. შემდეგ ადამიანი და სიტყვა დაძმობილდნენ. ადამიანი უფრო და უფრო მეტ ძმობილს იძენდა, მათთან შეთვისებას სწავლობდა. მერე გაჩნდა კითხვა. მერე კითხვები უფრო მეტი იყო ვიდრე პასუხები. გავიდა დრო... პასუხები და კითხვები გათანაბრდა და... სიტყვები, სიტყვები, სიტყვები.... ბევრი, ულევი, უაზრო სიტყვები... თითქმის უწონო მდგომარეობაში გადასული... შემდეგ, სიტყვებმა წონა შეიძინეს, დაილექნენ და ზღვაში ჩაძირულ განძს დაემსგავსნენ. სათქმელიც დაგროვდა. სიტყვებმა კი ნაპირზე გაცურვის სურვილი ნელ-ნელა დაკარგეს. მერე... ჟანგბადი ამოიწურა_სათქმელიც ბევრი იყო და სიტყვაც, მაგრამ ძალა აღარ იყო. მთქმელიც აღარ იყო. სიტყვა კი _დარჩა. _ დეე, რა უცნაური ფერი აქვს შენს თვალებს! რაღაც იასამნისფერი დაჰკრავს! _ მიყვარხარ! _ მეც! ძალიან , ძალიან! _ ტკბილი ძილი ჩემო სამყაროვ!
*** მძიმე იყო მეპოვა სიტყვები, ვიცოდი რა რომ რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერი გამოყენებული იქნებოდა ჩემს წინააღმდეგ. ბოლოს კი მოვიკრიბე ვაჟკაცობა და ძალები. _ ბერდია! _ .... _ არც გამოუხედავს ჩემსკენ. _ ბერდია, სათქმელი მაქვს. _ თქვი მერე, თუ განსაკუთრებული ცერემონია გჭირდება?! _ ბერდია, უნდა დავშორდეთ. _ ისედაც დაშორებულები არ ვართ?! დილიდან საღამომდე სამსახურში ხარ, დაივიწყე ოჯახი და ქმარი.... _ ბერდია, ამ 15 წლის მანძილზე მე სახლში არც მყუდროება მომიკლია, არც სისუფთავე, არც საჭმელი და ვფიქრობ ცოლის მოვალეობებსაც პირნათლად ვასრულებდი... _ ეს შენ ფიქრობ ასე, აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს! _ 7 წლის წინ, გახსოვს რომ უნდა დაგშორებოდი, შენ მთხოვე არ შემერცხვინა შენი სახელი და დამპირდი... _ როგორ კარგად გახსოვს ჩემი დაპირებები და შენ... _ ბერდია, უნდა გავეყაროთ! მე საბუთები უკვე მოვაწესრიგე, თუ უმტკივნეულოდ გავეყრებით, ბედნიერი ვიქნები. მე არაფერი მინდა შენგან, მხოლოდ იმ პირობით თუ ამ სახლს ნინიას დაუმტკიცებ. ამ კვირასვე გადავალ სხვაგან საცხოვრებლად, არაფერზე შეგაწუხებ! _ საყვარელი გყავს? _ კი! _ როგორ გაბედე შე... _ ხელი ასწია დასარტყავად, როცა ხის სინი დავუხვედრე. _ შენ თავისუფალი ხარ! მინდა ბედნიერი იყო! იქნებ იშოვო ის, ვინც ჩემსავით უბედურად არ გაგრძნობინებს თავს! _ შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთან გულწრფელი! _ არა, მწარედ ცდები. ადამიანი ყველაზე გულწრფელი მარტოობაშია, მე კი მთელი 15 წელი მარტო ვიყავი! _ რა გავაკეთო მითხარი, რითი გამოვასწორო სიტუაცია?! _ სასოწარკვეთა შეეპარა მას ხმაში, ალბათ პირველად, ამდენი წლის მანძილზე. _ არ არსებობს ცხოვრების რეცეპტი. ალბათ ადამიანებისგან ძალიან ბევრს მოვითხოვთ ხანდახან, მაგალითად :ყურადღებას სითბოს გაგებას, დახმარებას, აზრების გაზიარებას, თანაგრძნობას, თანადგომას, ერთგულებას, გულახდილობას.... ძალაინ ბევრია, ძალიან!!! მეც ალბათ ძალიან ბევრს მოვითხოვდი შენგან, რადგან ეს შენთვის ბევრი იყო, თითქმის შეუძლებელი!
მერე რაც მოხდა საინტერესო არაა. მეორე დღიდან დავიწყე ბინის მოძებნა. სამსახურიდან ვეძებდი განცხადებებს და მალევე ვიპოვე მყუდრო ოთახნახევრიანი მე და ნინიასათვის. გიამ მისაყვედურა, მთხოვდა მის ბინაში გადავსულიყავი,მაგრამ ასე ვარჩიე. - ნინია, საყვარელო, ჩემი შეყვარებული უნდა გაგაცნო, ოღონდ არ მითხრა , რა დროს შენი შეყვარებულიაო?! - შიშის ღიმილით დამალვა ვცადე. - დე, სიყვარულმა დრო არ იცის! გულის სიღრმეში გამიხარდა რაც მოხდა! ახლა იასამნისფერი დაგკრავს დე! ბედნიერი ჩანხარ და მეც... - დასრულება არ დვაცადე, ისე ჩავიხუტე გულში.
გასაცნობად გიამ ჩვენს საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა - მცხეთაში, ლამაზი ხედები იშლებოდა კაფის ვერანდიდან, სვეტიცხოვლის ეზოში დანთებული შუქები ჩვენს სახეზე დაგვთამაშებდა და ღიმილისგან გაწელილ ტუჩებს კარგად ანათებდა - მიხაროდა. მიხაროდა გიას და ნინიას ჭუკჭუკის მოსმენა, კისკისებდნენ, ჩურჩულებდნენ, ხუმრობდნენ და ამასობაში სამი ულუფა ნაყინიც შემოეჭამათ. ***
- შენი სურნელი მომენატრა! - და რას გავს ის? - რაღაც ძალიან ახლობელს და ნაცნობს, მონატრებულს და... - ვაააა, მარტინის სუნი მაქვს? - შენ ჩემი ეროტიული ოცნებების, დაკარგული იმედების, სასწაულების, სიზმრების, უცნაური და გიჟური ვნებების ... და ყველაზე ტკბილი ქალის სურნელი გაქვს! - ...... _ .... _ მე კი ფეხდაფეხ მომდევს ავი ძაღლი ვალჰალა _ იქნებ სხვა ექიმთან მივიდეთ! _ მაოცებ გია _ ვეცადე დამაჯერებლად გამეღიმა.
***
მეორე დღეს სხვა საავადმყოფოს მისაღებში ვიდექით. ჩემი ანალიზის პასუხები თან მქონდა: ბიოფსია, ტომოგრაფია... პასუხი: იგივე. _ მალე ტკივილები დაგეწყებათ, მორფინზე თუ ხართ დარეგისტრირებული? _ დიახ, თუმც ჯერ ტკივილები არ დამწყებია. _ საკვირველია! - გაიოცა ექიმმა.
გაყრამ უმტკივნეულოდ ჩაიარა. ბერდია ან ბედს შეეგუა და ან კი რაიმე ძალიან ცუდს მიმზადებდა, რადგან მშვიდად მოაწერა საბუთებს ხელი. ნინია გაგებით შეხვდა ჩვენს დაშორებას. ნაქირავები სულ რაღაც ორ დღეში მომაწყობინა გიამ. იისფერი იყო ჩვენი ბინა. - ნაყინზე გეპატიჟებით გოგოებო ! - მხიარულად გვითხრა გიამ. გაყრის ნაყინით აღნიშვნა - კარგი იდეა იყო, ასე მოგვეჩვენა.
*** სამსახურიდან ლანჩზე შემომიარა გიამ. სამსხურშიც არ მქონდა ჩემი ამბავი ნათქვამი და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას. მსუყე ლანჩი გამომივიდა. ყავას ვაყოლებდი, როცა გიამ სახეში ჯიქურ შემომხედა, ხელზე ხელი დამადო და... - ნინიას როდემდე უნდა დაუმალო ? - ცივი წყალი, არა, ყინულიანი წყალი მერჩივნა გადაესხათ. თითქოს დავივიწყე კიდეც რომ თვენახევარი სულაც არაა დიდი დრო. - ბევრი ექნება გასახსენებელი, ფოტოებს ვუტოვებ, წერილებს, ჩანახატებს... - ეყოფა. - უსინდისობა და უსამართლობაა არ იცოდეს სიმართლე! - ვეტყვი! - მე მრცხვენია რომ ტყუილი მიწევს. - შენ არ იტყუები, უბრალოდ არ ამბობ სიმართლეს! - სიტყვების თამაშია და მეტი არაფერი. დამპირდი რომ ეტყვი. გიას დავპირდი რომ ვეტყოდი. არაფერი გამჭირვებია ისე, როგორც ნინიასთვის სიმართლის თქმა. როგორ? როგორ უნდა ვუთხრა 12 წლის გოგონას რომ სულ მალე დედა აღარ ეყოლება. რა დააშავა ამხელა უსამართლობისთვის. მამა? მამა როგორ მიხედავს?! მისი ფლეგმა ბუნება , მელანქოლია და მუდმივი უკმაყოფიოლება - დამენანა ნინია გასაწირად. სახლში დიდი პორცია ნაყინით ხელდამშვენებული მივედი იმ დღეს. ჩემი გოგონა სახლში დამხვდა და „ამაოების ბაზარს“ კითხულობდა. ყელზე კაშნესავით შემომეხვია. - ვააა, ნაყინიიი! - იყვირა ბედნიერმა. გამოვიცვალე და სერიოზული სახით მივუჯექი ყავის მაგიდას. ნინიას სანაყინეები ლამაზად დაელაგებინა მაგიდაზე, კოვზისთვის სამზარეულოში იყო გასული და სანამ შემოვიდოდა ლამის მარადისობად მომეჩვენა ის წუთები. დაველოდე სანამ ერთ პორციას მიირთმევდა და მეც ნელა შევექცეოდი ცივ, რბილ და საამო სუბსტანციას, რომელიც უკვე გამდნარიყო ჩემს ჭურჭელში - ეტყობა ხელები მიხურდა და ხელში ჭერისგან გალღვა. - ნინია, დედიკო, რაღაც ძალიან მნიშვენლოვანი უნდა გითხრა. - მას გაეღიმა. - რაო, გიამ ცოლობა გთხოვა? - არადა, ამაზე მანამდე არ მეფიქრა საერთოდ. - არა, დედიკო, რას მოიგონებ ხოლმე - ჩემს უარზე შეცბა და მიატოვა ნაყინი. თვალებში გამომცდელად ჩამხედა, დამაკვირდა და თავი, როგორც იცის ხოლმე, მარცხნივ გადახარა. - დე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? - კი... – - ნუ შემაწყვეტინებ. ეს რიტორიკული კითხვა იყო. მაცადე ბოლომდე ჩავიდე. - კაი - მითხრა და თეატრალურამდე ცოტა უკლდა ისე გაიტრუნა. - რომ მიყვარხარ იცი და ისიც უნდა იცოდე რომ მშობელი, სადაც არ უნდა იყოს, მუდამ შენთან იქნება! არც ცას გამოვეკერებით მე და მამაშენი. ნინია თვალებგაფართოებული და სუნთქვა შეკრული მისმენდა. - მე სულ მალე, რაღაც ერთ თვეში შეიძლება აღარ ვიყო აქ, ფიზიკურად. მაგრამ ხომ იცი რომ სული უკვდავია?! ხოდა მუდამ შენთან ერთად ვიქნები! - ევთანაზია გადაწყვიტე? - გაოგნებულმა შეჰჰყვირა! - არა , ნინია, რა სისულელეა გოგო?! რამ გაფიქრებინა?! - აბა?! - მე მოურჩენელი დაავადება დამიდგინეს რამდენიმე ხნის უკან. მას მერე გიამ მატარა ექიმებში, მარა ყველგან იგივე დიაგნოზი მითხრეს. ერთი თვე და ცოტა მეტი მაქვს დარჩენილი... ნინიას თვალები წყლით აევსო. აევსო და გადმოდინდა მის ვარდისფერ ლოყებზე. ხელისგულებით შევუმშრალე. გაოგნებული მიყურებდა და ვიცი, ვიცი სადღაც შორიდან ესმოდა ჩემი ხმა. თავად კი ვერაფერს ამბობდა. მისმენდა და ვიცი , ნატრობდა მე უსინდისო მატყუარა ვყოფილიყავი. - დეეეე... როგორც იქნა აღმოხდა. - გეშინია? - კი, შენი დატოვების მეშინია! როგორ იქნები, უჩემოდ! - მე კარგად ვიქნები გიასთან .. - და აი, ჰოი საოცრებავ, მამა კი არა, გია ახსენა და გულწრფელი ვიქნები, ძალიან გამიხარდა! კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ნაყინი ვიღას ახსოვდა?! ღამე კი ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ორივეს ჩაგვეძინა. დილას კი სველმა ბალიშმა გამაღვიძა. ნინია სამზარეულოში ფუფუსებდა. მას მერე სულ ასე ხდება: სველი ბალიში მაღვიძარად და ნინიას მზრუნველობა და ფუსფუსი - პატარა სახლის პატარა დიასახლისი მყავს და მიხარია რომ ასეთი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი დადგა მისგან. მეორე დღეს , შაბათი უწევდა და გიამ პიკნიკი მოვაწყოთო. ცხვარიჭამიაში ავედით, მდინარის პირას გავშალეთ სუფრა და გიამ და ნინიამ ხელი არაფერზე დამაკარებინეს - დედოფალივით მემსახურებოდნენ - შევირგე სიამოვნება. წამოსვლისას, მანქანაში ჩემი საყვარელი “Don’t you remember” - ჩართო გიამ , ცალ მუხლზე დაეყრდნო და რაინდული ჟესტებით, ცოტა მსახიობური გამომეტყველებით (ნინიას გაცინებას რომ ემსახურებოდა, ისეთით) ხელი მთხოვა. - საყვარელო ია, გთხოვთ მიბოძოთ თქვენი ხელი, ფეხი, თმა , ცხვირი და ყველაფერი რაც გაგაჩნიათ, და რაც მთავარია ნინია, ნინია არ დაგავიწყდეთ! - ნინია კი იჭყიპებოდა სიცილით. ასე არ უცინია მას მერე , რაც 3 წლისას დაბადების დღეზე თუთიყუშები ვაჩუქე. - თანახმა ხართ, მიიღოთ ჩემი უშველებელი და თქვენი სიყვარულით დადაგული გული? რა უნდა გააკეთო ამ დროს? რომ არ ვიცოდი სხვა გზა, დავეთანხმე. მე ეს ყველაფერი ბავშვური თამაში მეგონა მანამ, სანამ მოციმციმე თვლიანი ბეჭედი არ წამოსკუპდა არათითზე. მეორე დღეს, პატარა ჯვრისწერა გადავიხადეთ - ნინიას და გიას ერთად დაუგეგმავთ ყველაფერი და მე არაფერი ვიცოდი. ბედნიერი ვარ? კი! ვარ ბედნიერი და სულ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღე მაქვს დარჩენილი. ექიმის მიერ გამოთვლილ თვენახევარს 1 კვირა გადაცდა, მე კი არაფერი მტკივა. ან განა ტკივილის მეშინია? ზოგი 100 წელი ცოცხლობს და მის ცხოვრებას ჩემი ამ ორი თვის ცხოვრების მეათედის ფასიც არ აქვს. ბედნიერი ვარ? კი და დასასრული კი არა, ეს მხოლოდ დასწყისია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. დიდი მადლობა ინკოგნიტო❤ დიდი მადლობა ინკოგნიტო❤
34. ამიერიდან აქ ვიკიᲗხავ Შენს ტექსტებს
ამიერიდან აქ ვიკიᲗხავ Შენს ტექსტებს
33. ტერიკო,შენგან ასმაგად მიხარია ეს შეფასება. მადლობა ტერიკო,შენგან ასმაგად მიხარია ეს შეფასება. მადლობა
32. ფლორენცია, სასწაული ხარ <3 ასე გადმოცემა და გულში ჩაწვდომა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ <3 ფლორენცია, სასწაული ხარ <3 ასე გადმოცემა და გულში ჩაწვდომა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ <3
31. დიდი მადლობა კახა. შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ფლორენციასთვის და მიხარია თუ მოგეწონა :) დიდი მადლობა კახა. შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ფლორენციასთვის და მიხარია თუ მოგეწონა :)
30. კარგი იყო, ნაწარმოები თითქოს დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადვილად და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. :) კარგი იყო, ნაწარმოები თითქოს დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადვილად და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. :)
29. მუხა, დიდი მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის. ბედნიერი ვიქნები თუ კი ერთ ადამიანს მაინც მიეცემა ძალა და რწმენა.
შენიშვნა მიღებულია და ვიფიქრებ როგორ გავაკეთილშობილო დაასაწყისი - დიდი მადლობა გულწრფელობისთვის.
უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექტორები ისე ხსნიდნენ ფილოსოფიას, რომ ვერავის ვერაფერი გაგვეგო. მთავარია როგორ მიაწვდი ადამიანს და ბავშვსაც. ნიცშემ იმდენი წერა სიკვდილზე რომ სიცოცხლე დაავიწყდა. ნებისმიერი ფილოსოფოსის აზრები შეიძლება ასაკისშესაბამისად მივიტანოთ ბავშვებთან , ამიტომაა მშობლის დახმარება საჭირო. ჩემი გოგონა ახლაც კი ზედმეტად ინფანტილურს, ბავშვურს და მიამიტს მეძახის და მას თუ რაიმე არ უნდა, ვერც ნიცშეს წავაკითხებ და ვერც ჯეინ ეარს - სასაცილოდ არ ეყო ეს უკანასკნელი რომ დაიწყო მისი კითხვა :))) რელიგია და რწმენა პროგრესს ამუხრუჭებსო მიმტკიცებს -სტატისტიკა ვნახეო და მიდი და გადაარწმუნე. რომ მოვუყვანე დიდი მეცნიერებები, ვისაც უფლის სწამდა, ასე მიპასუხა: წარმოიდგინე რა მწვერვალებს მიაღწევდნენ რწმენა რომ არააო?! :))) მადლობა კიდევ ერთხელ :) მუხა, დიდი მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის. ბედნიერი ვიქნები თუ კი ერთ ადამიანს მაინც მიეცემა ძალა და რწმენა.
შენიშვნა მიღებულია და ვიფიქრებ როგორ გავაკეთილშობილო დაასაწყისი - დიდი მადლობა გულწრფელობისთვის.
უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექტორები ისე ხსნიდნენ ფილოსოფიას, რომ ვერავის ვერაფერი გაგვეგო. მთავარია როგორ მიაწვდი ადამიანს და ბავშვსაც. ნიცშემ იმდენი წერა სიკვდილზე რომ სიცოცხლე დაავიწყდა. ნებისმიერი ფილოსოფოსის აზრები შეიძლება ასაკისშესაბამისად მივიტანოთ ბავშვებთან , ამიტომაა მშობლის დახმარება საჭირო. ჩემი გოგონა ახლაც კი ზედმეტად ინფანტილურს, ბავშვურს და მიამიტს მეძახის და მას თუ რაიმე არ უნდა, ვერც ნიცშეს წავაკითხებ და ვერც ჯეინ ეარს - სასაცილოდ არ ეყო ეს უკანასკნელი რომ დაიწყო მისი კითხვა :))) რელიგია და რწმენა პროგრესს ამუხრუჭებსო მიმტკიცებს -სტატისტიკა ვნახეო და მიდი და გადაარწმუნე. რომ მოვუყვანე დიდი მეცნიერებები, ვისაც უფლის სწამდა, ასე მიპასუხა: წარმოიდგინე რა მწვერვალებს მიაღწევდნენ რწმენა რომ არააო?! :))) მადლობა კიდევ ერთხელ :)
28. ძალიან, ძალიან მომეწონა ნაწარმოები, ძალიან მაღალ დონეზე არის წარმოდგენილი პოზიტივი. იმდენად ძლიერად,რომ შესაძლოა ადამიანი, რომელიც მძიმე სენით არის დაავადებული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, ამ პოზიტივმა სიცოცხლისკენ შემოაბრუნოს, რაოდენ სასარგებლო საქმეს აკეთებ , ეს კეთილშობოლება თქვენი სტილია. ასევე მიმაჩნია , რომ ნაწარმოების დასაწყისი მოცულობით შეიძლებოდა უფრო მცირე ყოფილიყო და შემდეგ გაგრძელება აქედან "მე ნერვიულად გამოვედი დარბაზიდან".(ეს ჩემი სუბიექტური აზრია, დიდად არაფერია)
რაც შეეხება ნიცშეს ფილოსოფიას, 12 წლის ასაკისათვის კი არა, ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და თვით ფილოსოფოსებსაც უძნელდებათ, ნიცშეს ღრმად ჩაწვდომა და აზრების გაცნობიერება,ზოგი არის ნიცშეს ფილოსოფიის მოყვარული ზოგი არა. გაიზრდება თქვენი ჭკვიანი გოგონა და თავად აირჩევს ფილოსოფიის იმ მიმდინარეობას და იმ ფილოსოფოს რომელიც მას მოეწონება. ძალიან, ძალიან მომეწონა ნაწარმოები, ძალიან მაღალ დონეზე არის წარმოდგენილი პოზიტივი. იმდენად ძლიერად,რომ შესაძლოა ადამიანი, რომელიც მძიმე სენით არის დაავადებული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, ამ პოზიტივმა სიცოცხლისკენ შემოაბრუნოს, რაოდენ სასარგებლო საქმეს აკეთებ , ეს კეთილშობოლება თქვენი სტილია. ასევე მიმაჩნია , რომ ნაწარმოების დასაწყისი მოცულობით შეიძლებოდა უფრო მცირე ყოფილიყო და შემდეგ გაგრძელება აქედან "მე ნერვიულად გამოვედი დარბაზიდან".(ეს ჩემი სუბიექტური აზრია, დიდად არაფერია)
რაც შეეხება ნიცშეს ფილოსოფიას, 12 წლის ასაკისათვის კი არა, ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და თვით ფილოსოფოსებსაც უძნელდებათ, ნიცშეს ღრმად ჩაწვდომა და აზრების გაცნობიერება,ზოგი არის ნიცშეს ფილოსოფიის მოყვარული ზოგი არა. გაიზრდება თქვენი ჭკვიანი გოგონა და თავად აირჩევს ფილოსოფიის იმ მიმდინარეობას და იმ ფილოსოფოს რომელიც მას მოეწონება.
27. ვანანო,მიხარია თუ მოგეწონათ! ვანანო,მიხარია თუ მოგეწონათ!
25. დიდი მადლობა სამურაი და ქეით.❤ მიხარია თუ მოგეწონათ დიდი მადლობა სამურაი და ქეით.❤ მიხარია თუ მოგეწონათ
24. სევდიანი და ამავდროულად პოზიტიური ნაწარმოებია. ისე ვერ წაიკითხავ, თვალებში ცრემლი არ ჩაგიდგეს. სევდიანი და ამავდროულად პოზიტიური ნაწარმოებია. ისე ვერ წაიკითხავ, თვალებში ცრემლი არ ჩაგიდგეს.
23. კორექტურა -რედაქტირება дела наживное, როგორც იტყვიან ხოლმე. კარგი იყო. ცოტა ზღაპარს კი ჰგავს, მაგრამ ჩემთვის იმდენად სასურველი, რომ თავის მძიმე დიაგნოზიანად მისაღები. <3 კორექტურა -რედაქტირება дела наживное, როგორც იტყვიან ხოლმე. კარგი იყო. ცოტა ზღაპარს კი ჰგავს, მაგრამ ჩემთვის იმდენად სასურველი, რომ თავის მძიმე დიაგნოზიანად მისაღები. <3
22. ჰოლმვუდ,როგორ მიხარია შენი კომენტარი!❤ ხო, მომავალში უნდა ვეცადო და რედაქტირება ვცადო.აქამდე ვფიქრობდი რომ რედაქტორი დაწრიტავდა ნაწერს. მეტი პატივი უნდა ვცე მკითხველს. მადლობა შენი რჩევებისთვის,ყველა მათგანი გასათვალისწინებელია და ვერ წარმოიდგენ,როგორ მახარებს შენი მახვილი თვალი!❤ მადლობა,კიდევ ერთხელ!❤ ჰოლმვუდ,როგორ მიხარია შენი კომენტარი!❤ ხო, მომავალში უნდა ვეცადო და რედაქტირება ვცადო.აქამდე ვფიქრობდი რომ რედაქტორი დაწრიტავდა ნაწერს. მეტი პატივი უნდა ვცე მკითხველს. მადლობა შენი რჩევებისთვის,ყველა მათგანი გასათვალისწინებელია და ვერ წარმოიდგენ,როგორ მახარებს შენი მახვილი თვალი!❤ მადლობა,კიდევ ერთხელ!❤
20. ფლორენ, შენს ნაწერს რომ ვკითხულობ მგონია რედაქტირების გარეშე წერ და მაინც კარგად უმკლავდები საქმეს :) დასასრული იდეალური იყო, ბრავო. დასაწყისიც და განვითარებაც. პერსონაჟმა მიაღწია იმას, რომ იპოვა ნამდვილი სიყვარული, ის ცხოვრების მწვერვალთან მივიდა, შეიძლება მატერიალურად და კარიერულად არა, მაგრამ სულიერად. ესაა მთავარი. შეიძლება ამ სიყვარულმა პლაცებოთი განკურნა კიდეც. გია როგორი სათნო ვინმეა. დიალოგებიდან ეს განსაკუთრებით მომეწონა; " შენ არ იტყუები, უბრალოდ არ ამბობ სიმართლეს!" დიალოგები ფილოსოფიური და "ღმერთისეული" მსჯელობებით იყო დატვირთული, რაც ყოველთვის მიზიდავს, უბრალოდ ალაგ-ალაგ რომ გაგებნია "ვთქვი მე", " თქვა მან" და მოძრაობის ჟესტებიც დაგერთო თან, შანსს შეამცირებდი, რომ მკითხველს მოსაუბრე არეოდა (თავდაპირველ დიალოგში რამოდენიმეჯერ შევჩერდი ვინ ლაპარაკობს - მეთქი) და საუბრის ეპიზოდი უფრო ცოცხალიც გახდებოდა. რამოდენიმე სტილისტურმა შეცდომამაც გამისერა ყური, წერ: "...ჩემმა ბედნიერებამ, რომ გამოიწვია". უკეთესით შეგიძლია შეცვლა. ზმნებმაც. მაგალითად: "ამ ხმებს ექო ემატებოდა". რაღაცნაირია. ხომ არ ჯობია "ხმის ექო ძლიერდებოდა". ან კიდევ უფრო უკეთესად, არ არის ეს შენთვის პრობლემა. შეიძლება ბევრისთვის ნორმალურად ჟღერს, მაგრამ მე მეხამუშება ;) შენ ჩემზე ასაკითაც და გამოცდილებითაც ბევრად დიდი ხარ, ფლორ. უბრალოდ მინდა შენი ნაწარმოები პერფექტო იყოს და ამიტომ ვცდილობ აზრის დაფიქსირებას, ვინ იცის ჩემნაირი რამდენი წაიკთხავს ამას ;) ხელახლა გადაწერე, შენს ადგილზე დიალოგის შემოკლებას ვეცდებოდი, მაგრამ იდეას, რა თქმა უნდა, არ შევეხებოდი. წარმატებანი :))
ფლორენ, შენს ნაწერს რომ ვკითხულობ მგონია რედაქტირების გარეშე წერ და მაინც კარგად უმკლავდები საქმეს :) დასასრული იდეალური იყო, ბრავო. დასაწყისიც და განვითარებაც. პერსონაჟმა მიაღწია იმას, რომ იპოვა ნამდვილი სიყვარული, ის ცხოვრების მწვერვალთან მივიდა, შეიძლება მატერიალურად და კარიერულად არა, მაგრამ სულიერად. ესაა მთავარი. შეიძლება ამ სიყვარულმა პლაცებოთი განკურნა კიდეც. გია როგორი სათნო ვინმეა. დიალოგებიდან ეს განსაკუთრებით მომეწონა; " შენ არ იტყუები, უბრალოდ არ ამბობ სიმართლეს!" დიალოგები ფილოსოფიური და "ღმერთისეული" მსჯელობებით იყო დატვირთული, რაც ყოველთვის მიზიდავს, უბრალოდ ალაგ-ალაგ რომ გაგებნია "ვთქვი მე", " თქვა მან" და მოძრაობის ჟესტებიც დაგერთო თან, შანსს შეამცირებდი, რომ მკითხველს მოსაუბრე არეოდა (თავდაპირველ დიალოგში რამოდენიმეჯერ შევჩერდი ვინ ლაპარაკობს - მეთქი) და საუბრის ეპიზოდი უფრო ცოცხალიც გახდებოდა. რამოდენიმე სტილისტურმა შეცდომამაც გამისერა ყური, წერ: "...ჩემმა ბედნიერებამ, რომ გამოიწვია". უკეთესით შეგიძლია შეცვლა. ზმნებმაც. მაგალითად: "ამ ხმებს ექო ემატებოდა". რაღაცნაირია. ხომ არ ჯობია "ხმის ექო ძლიერდებოდა". ან კიდევ უფრო უკეთესად, არ არის ეს შენთვის პრობლემა. შეიძლება ბევრისთვის ნორმალურად ჟღერს, მაგრამ მე მეხამუშება ;) შენ ჩემზე ასაკითაც და გამოცდილებითაც ბევრად დიდი ხარ, ფლორ. უბრალოდ მინდა შენი ნაწარმოები პერფექტო იყოს და ამიტომ ვცდილობ აზრის დაფიქსირებას, ვინ იცის ჩემნაირი რამდენი წაიკთხავს ამას ;) ხელახლა გადაწერე, შენს ადგილზე დიალოგის შემოკლებას ვეცდებოდი, მაგრამ იდეას, რა თქმა უნდა, არ შევეხებოდი. წარმატებანი :))
19. მუხა, ძვირფასო, დიდი მადლობა! პატივია ჩემთვის როცა შენ ჩემს ნაწერებს კითხულობ - ღვთის საჩუქარია შენნაირი მკითხველი. მუხა, ძვირფასო, დიდი მადლობა! პატივია ჩემთვის როცა შენ ჩემს ნაწერებს კითხულობ - ღვთის საჩუქარია შენნაირი მკითხველი.
18. ფლორენცია დავიწყე კითხვა, მაგრამ ეს არაა ის ნაწარმოები, რომ უცბად ჩავიკითხო ბოლომდე და ჩქარა კომენტარი დავდო, მე აქ მოვალ.
ფლორენცია დავიწყე კითხვა, მაგრამ ეს არაა ის ნაწარმოები, რომ უცბად ჩავიკითხო ბოლომდე და ჩქარა კომენტარი დავდო, მე აქ მოვალ.
17. ლელა, უმა, უღრმესი მადლობა! საერთოდ ვთვლი რომ ადამიანმა თავისი ენა უნდა უნაკლოდ იცოდეს და ძალიან მრცვენია რომ ჩემი სუსტი მხარეა და მეპარება ბევრი შეცდომა, ხან მექანიკურად, აკრეფისას და ხან კი იმის გამო რომ ხშირად სწორედ ასე შეცდომით ვიყენებ ხოლმე იმ სიტყვას. ასე რომ თქვენი დახმარება და კორექტურა შეუფასებელი და დაუფასებელია ჩემთვის! მადლობა და გაიხარეთ! ლელა, უმა, უღრმესი მადლობა! საერთოდ ვთვლი რომ ადამიანმა თავისი ენა უნდა უნაკლოდ იცოდეს და ძალიან მრცვენია რომ ჩემი სუსტი მხარეა და მეპარება ბევრი შეცდომა, ხან მექანიკურად, აკრეფისას და ხან კი იმის გამო რომ ხშირად სწორედ ასე შეცდომით ვიყენებ ხოლმე იმ სიტყვას. ასე რომ თქვენი დახმარება და კორექტურა შეუფასებელი და დაუფასებელია ჩემთვის! მადლობა და გაიხარეთ!
16. მეგობრის დანდობა, რომ არ დამწამონ, რახან, შესწორებების ხასიათზე ვარ: ფლორე, ძვირფასო, პირველ აბზაცში, გიწერია "ამოთქვავენ " ტიპური შეცდომაა, რომელიც ყურს ჭრის, მეშინია, ბოლოს, მეეც არ დავიჯერო მისი სისწორე, იმდენად ბევრი ამბობს ასე: უნდა იყოს: ამოთქვამენ... ასევე, გაათმაგებას ჯობდა, დაგეწერა გაათება... მაინც, ასე თუ ისე, ფილოლოგმა, თავს უფლება მივეცი, თორემ მოთრობა მხატვრულად ისეთია, ტექნიკური განათლების ადამიანი კი არა, ნამდვილი ლიტერატორი ვერ დაწერს :) ჩემი აზრით <3 მეგობრის დანდობა, რომ არ დამწამონ, რახან, შესწორებების ხასიათზე ვარ: ფლორე, ძვირფასო, პირველ აბზაცში, გიწერია "ამოთქვავენ " ტიპური შეცდომაა, რომელიც ყურს ჭრის, მეშინია, ბოლოს, მეეც არ დავიჯერო მისი სისწორე, იმდენად ბევრი ამბობს ასე: უნდა იყოს: ამოთქვამენ... ასევე, გაათმაგებას ჯობდა, დაგეწერა გაათება... მაინც, ასე თუ ისე, ფილოლოგმა, თავს უფლება მივეცი, თორემ მოთრობა მხატვრულად ისეთია, ტექნიკური განათლების ადამიანი კი არა, ნამდვილი ლიტერატორი ვერ დაწერს :) ჩემი აზრით <3
15. კარგი ნაწერია კარგი ნაწერია
14. კარგი ნაწერია კარგი ნაწერია
13. საინტერესო სიუჟეტია.
საინტერესო სიუჟეტია.
12. მადლობა მზია. ჩავასწორებ ახლავე . მადლობა მზია. ჩავასწორებ ახლავე .
11. საბრალო ნიცშე დაახლოებით 40 წლის ასაკში გაგიჟდა (ათაშანგის მძიმე შედეგი) და სიცოცხლე ჭკუასუსტმა დაასრულა. სათაური გაასწორეთ, ფლორენცია, „დსაწყისი“.
საბრალო ნიცშე დაახლოებით 40 წლის ასაკში გაგიჟდა (ათაშანგის მძიმე შედეგი) და სიცოცხლე ჭკუასუსტმა დაასრულა. სათაური გაასწორეთ, ფლორენცია, „დსაწყისი“.
10. მადლობა ჯონათან რომ წაიკითხეთ! კარგია იასამნისფერი ოთახი-სიყვარულისფერი :) ახლა რაც შეეხება ნიცშეს: ამის კითხვა, გარდა იმისა რომ ნინიას გონებაგახსნნილობის ჩვენება მინდოდა და დედამისის სერიოზული, განსაკუთრებული დამოკიდეებულებების, ატარებს სიმბოლურ ხასიათს. 1. ნიცშე 15 ოქტომბერს დაიბადა (მეც ამ დროს შემოვედი ურაკზე) 2. ნიცშე აგვისტოს ბოლოს გარდაიცვალა და ეს ნაწერიც აგერ, აგვისტოს ბოლოსკენ დავასრულე 3. მიუხედავად იმისა რომ მამამისი ლუთრანი მღვდელი და თავად კი თეოლოგიით იყო დაინტერესებული , ღმერთის სიკვდილის თემა შემოიტანა, რომელიც ადამიანებმა სხვადასხვაგვარად გაიგეს, ისევე, როგორც ამ მოთხრობის დასასრულის დასაწყისის თუ დასაწყისის დანახვა შეიძლება სხვადასხვაგვარად. 4. ნიცშეც სიკვდილზე წერდა 5. ნიჰილიზმის და ღმერთის სიკვდილის თემა, ასოცირდება სამყაროს მთავარი საყრდენის გამოცლასა და იდეალიზმის დანგრევასთან. მთავარ გმირსაც თავზე ემხობოდა სამყარო .... და ა.შ. და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რომ 12 წის გოგონას ეს გმირი აუცილებლად წაუკითხავდა ნიცშეს :) (მეც ვაპირებ, ოღონდ ჯერ არაა 12 წლის ) მადლობა ჯონათან რომ წაიკითხეთ! კარგია იასამნისფერი ოთახი-სიყვარულისფერი :) ახლა რაც შეეხება ნიცშეს: ამის კითხვა, გარდა იმისა რომ ნინიას გონებაგახსნნილობის ჩვენება მინდოდა და დედამისის სერიოზული, განსაკუთრებული დამოკიდეებულებების, ატარებს სიმბოლურ ხასიათს. 1. ნიცშე 15 ოქტომბერს დაიბადა (მეც ამ დროს შემოვედი ურაკზე) 2. ნიცშე აგვისტოს ბოლოს გარდაიცვალა და ეს ნაწერიც აგერ, აგვისტოს ბოლოსკენ დავასრულე 3. მიუხედავად იმისა რომ მამამისი ლუთრანი მღვდელი და თავად კი თეოლოგიით იყო დაინტერესებული , ღმერთის სიკვდილის თემა შემოიტანა, რომელიც ადამიანებმა სხვადასხვაგვარად გაიგეს, ისევე, როგორც ამ მოთხრობის დასასრულის დასაწყისის თუ დასაწყისის დანახვა შეიძლება სხვადასხვაგვარად. 4. ნიცშეც სიკვდილზე წერდა 5. ნიჰილიზმის და ღმერთის სიკვდილის თემა, ასოცირდება სამყაროს მთავარი საყრდენის გამოცლასა და იდეალიზმის დანგრევასთან. მთავარ გმირსაც თავზე ემხობოდა სამყარო .... და ა.შ. და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რომ 12 წის გოგონას ეს გმირი აუცილებლად წაუკითხავდა ნიცშეს :) (მეც ვაპირებ, ოღონდ ჯერ არაა 12 წლის )
9. როგორ მიყვარს იასამნისფერი, ჩემს ოთახში ყველაფერი მაგფერია :)
12 წლის გოგონასთვის ნიცშე მეტისმეტი ხომ არაა ?
ძალიანაც კარგი, რომ დასასრული გადაიფიქრე :)
როგორ მიყვარს იასამნისფერი, ჩემს ოთახში ყველაფერი მაგფერია :)
12 წლის გოგონასთვის ნიცშე მეტისმეტი ხომ არაა ?
ძალიანაც კარგი, რომ დასასრული გადაიფიქრე :)
8. მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤ მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤
7. მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤ მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤
6. მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤ მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤
5. მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤ მაკიაველ და უმა,უღრმესი მადლობა!❤❤❤ ძალიან მნიშვნელოვანი,სასიამოვნო და გულსმალამოა თქვენი კომენტარი,მოწონება და თბილი სიტყვები. ამ მოთხრობის ისტორია ასეთია:დავიწყე წლების წინ და აღმოვაჩინე რამდენიმე დღის უკან. არ მახსოვდა და გამახსენდა რომ სულ სხვა დასასრულს ვუმზადებდი. ახლა კი გადავიფიქრე და დასრულდა ისე,როგორც დასრულდა. მადლობაა კიდევ უღრმესი!❤❤
4. ამაზე გულწრფელი და ობიექტური არასდროს ვყოფილვარ _ არ მინდოდა, დასრულებულიყოო... ამაზე გულწრფელი და ობიექტური არასდროს ვყოფილვარ _ არ მინდოდა, დასრულებულიყოო...
3. მარტო, ის პასაჟი რად ღირს: უცნაური არსებები ვართ< ადამიანები, და იყო კიდევ არაერთი სასწაულ-დღესასწაული ადგილი... ჩემო საყვარელო... როგორ მიხარია, რომ დავმეგობრდით... +100 შენიიიი უმაააჩკა მარტო, ის პასაჟი რად ღირს: უცნაური არსებები ვართ< ადამიანები, და იყო კიდევ არაერთი სასწაულ-დღესასწაული ადგილი... ჩემო საყვარელო... როგორ მიხარია, რომ დავმეგობრდით... +100 შენიიიი უმაააჩკა
2. ფლორენცია, ეს რა დაგიწერია? სიტყვები არ მაქვს... იუმორი, სიბრძნე, ყველაფერი... ასიათასჯერ უფრო დაგაფასეე... მომიტევოს ყველამ, მაგრამ ამ დონის პროზაული ნახერი აქ არ მინახავს. ეს შენი საუკეთესოა... უნიჭიერესო და უსათნოესოოო... ++++++++++++++ მიმაჯაჭვე პირდაპირ, ეკრანს... ეს უიშვიათესად ხდება, მით უმეტეს, ამ ბოლოს... უღმრესი მადლობა, რომ ხარ... მინდა, ყველამ წაიკითხოს ეს ნაწერი და დარჩეს არა მარტო ურაკის, არამედ, ჩვენი ლიტერატურის ისტორიას... გენაცვალეეე... ფლორენცია, ეს რა დაგიწერია? სიტყვები არ მაქვს... იუმორი, სიბრძნე, ყველაფერი... ასიათასჯერ უფრო დაგაფასეე... მომიტევოს ყველამ, მაგრამ ამ დონის პროზაული ნახერი აქ არ მინახავს. ეს შენი საუკეთესოა... უნიჭიერესო და უსათნოესოოო... ++++++++++++++ მიმაჯაჭვე პირდაპირ, ეკრანს... ეს უიშვიათესად ხდება, მით უმეტეს, ამ ბოლოს... უღმრესი მადლობა, რომ ხარ... მინდა, ყველამ წაიკითხოს ეს ნაწერი და დარჩეს არა მარტო ურაკის, არამედ, ჩვენი ლიტერატურის ისტორიას... გენაცვალეეე...
1. არის რაღაც სწორი აქცენტები უზუსტესად დაჭერილი... ცოტა ხელშესავლებია და ბესტსელერის კანდიდატურაზე შეილება დადგეს :)) არის რაღაც სწორი აქცენტები უზუსტესად დაჭერილი... ცოტა ხელშესავლებია და ბესტსელერის კანდიდატურაზე შეილება დადგეს :))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|