ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2020


ევრიპიდე

როგორ გკადრო ევრიპიდე საყვედური...
ოლიმპოზე , ქრისტეს სიტყვა არ ესმით.
ოქრო-ვერცხლით რას მოხიბლავ პოსეიდონის,
ან გარდასულ სიყვარულის გალექსვით.

ევრიპიდე, შენ მედეას კარგად იცნობ.
ისევ მიჭირს, ძველი წყენა დავმალო,
ისევ მახსოვს, კარგად მახსოვს ღალატი და
მომნუსხველი, შავთვალება მალალო.

ისიც ბედმა მოაშორა თავის მოდგმას,
ისიც ბედმა, სად არ ახეტიალა,
და მედეას სიყვარული ზეცის ხელა
იაზონმა, როგორ გაატიალა.

ზ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები