 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2020 |
შენს თითებს, შვილო, ჟოლოს გემო ექნებათ ალბათ, პაწია ტუჩებს , ლოყებს, სახეს - სუნი ვანილის, დასაბამიდან შენს არსებას ფიქრებში ვლამბავ, ფიქრის ძაფები ამოვავლე თაფლში და დალბა... შენ ხარ ვარსკვლავი, ჩემი ციდან ამოყვანილი.
შენი თვალების კოსმიურ ფერს, კრიალა ზეცას, შენი ღიმილის ცისარტყელებს, შევკრებ კადრებად, თმის ბურბუშელებს აბრეშუმის ძაფებად დავრთავ,- ასე არასდროს დამეკარგება.
დრო გადაირბენს ასკინკილით, მუხლტყავდამძვრალი, შეგადარებენ მზის ქალებს და მზისფერ ხათუნებს, მოდი, მზის შვილო, ამ თაფლიდან გამომაფხიზლე და ჩემს სახეზე ეგ ხელები მომითათუნე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. სითბოთი და წრფელი ემოციით გაჯერებულია :) სითბოთი და წრფელი ემოციით გაჯერებულია :)
14. მგონი მართლაც სათაურის შეცვლა სჯობს. მადლობა სამურაი . ვითვალისწინებ შენს აზრს.
მგონი მართლაც სათაურის შეცვლა სჯობს. მადლობა სამურაი . ვითვალისწინებ შენს აზრს.
12. უსათუთესი და უსაყვარლესი.... წარმატებები❤ უსათუთესი და უსაყვარლესი.... წარმატებები❤
11. რატომ გგონიათ რომ ეს ქუები მაღელვებს საერთოდ? 0 ქულა ექნება თუ 100 ეს ლექსი არ შეიცვლება. იხარეთ. რატომ გგონიათ რომ ეს ქუები მაღელვებს საერთოდ? 0 ქულა ექნება თუ 100 ეს ლექსი არ შეიცვლება. იხარეთ.
10. დიდებულია, სათნო და ამაღლებული. ეს ქულები წავლენ და წამოვლენ მეგობარო, ლექსი კი დარჩება.
დიდებულია, სათნო და ამაღლებული. ეს ქულები წავლენ და წამოვლენ მეგობარო, ლექსი კი დარჩება.
9. ჩემო სამურაი, ბევრი რამ უნდა დამეწერა, მაგრამ დაწერილი წავშალე. მოკლედ, მადლობა შენ.
ჩემო სამურაი, ბევრი რამ უნდა დამეწერა, მაგრამ დაწერილი წავშალე. მოკლედ, მადლობა შენ.
8. რა უსამართლობაა ჩემს „აეიოუს“ და ამ მშვენიერ ლექსს თანაბარი ქულა ჰქონდეს, თუნდაც ამ ეტაპზე. ღმერთმა გისმინოთ! ოღონდ სათაურსაც უფრო პოეტურს მოვუხდენდი, მაგ. „მომავლის მზეს“ ან სხვა. ყველა კეთილი სურვილის ასრულება!
რა უსამართლობაა ჩემს „აეიოუს“ და ამ მშვენიერ ლექსს თანაბარი ქულა ჰქონდეს, თუნდაც ამ ეტაპზე. ღმერთმა გისმინოთ! ოღონდ სათაურსაც უფრო პოეტურს მოვუხდენდი, მაგ. „მომავლის მზეს“ ან სხვა. ყველა კეთილი სურვილის ასრულება!
7. ამხდენოდეს :) ოთარ, მადლობელი ვარ.
ამხდენოდეს :) ოთარ, მადლობელი ვარ.
6. აგხდენოდეს ეს ყველაფერი. 5 აგხდენოდეს ეს ყველაფერი. 5
5. მადლობა, მუხა. ურანი, მადლობა. მადლობა, მუხა. ურანი, მადლობა.
4. უსათუთესია, ანა. ვნახე ეს შენს გვერდზე და აქაც შეგიქებ.
უსათუთესია, ანა. ვნახე ეს შენს გვერდზე და აქაც შეგიქებ.
3. რა დიდებული ლექსია, პირდაპირ თავდურცელზე რა დიდებული ლექსია, პირდაპირ თავდურცელზე
2. იხარე, ფლორენცია :) უშურველად იმეტებ სითბოს და მადლობა ამისთვის. იხარე, ფლორენცია :) უშურველად იმეტებ სითბოს და მადლობა ამისთვის.
1. "დრო გადაირბენს ასკინკილით, მუხლტყავდამძვრალი, შეგადარებენ მზის ქალებს და მზისფერ ხათუნებს, მოდი, მზის შვილო, ამ თაფლიდან გამომაფხიზლე და ჩემს სახეზე ეგ ხელები მომითათუნე."
აგლაია 5 ჩემგან "დრო გადაირბენს ასკინკილით, მუხლტყავდამძვრალი, შეგადარებენ მზის ქალებს და მზისფერ ხათუნებს, მოდი, მზის შვილო, ამ თაფლიდან გამომაფხიზლე და ჩემს სახეზე ეგ ხელები მომითათუნე."
აგლაია 5 ჩემგან
|
|
მონაცემები არ არის |
|
|