ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2020


ხელისგულები

როდესაც ვდუმვარ
ბეწვის ხიდზე გადიან მაშინ,
გზას გვერდს უვლიან 
ჩემი ცხელი ხელისგულები.
ჯიხვის სისწრაფით,
ჟინით,
ომით,
გამბედაობით,
ქარაფს რქებს ახლის
ოღონდ მისწვდეს
სულის პირიმზეს.

როცა ხორხიდან ამოდიან
ზმნები,
კავშირი,
შორისდებული,
რიცხვითი თუ ნაცვალსახელი,-
ხელისგულებზე ცელსიუსის შავი შტრიხები ,
მორცხვად თავს ხრიან, წითლდებიან
და მაღლდებიან.

და როცა ვტირი
ჩემი ცხელი ხელის მტევნები
ემსგავსებიან სტალაქტიდის  გამჭვირ ლოლუებს,
რომლებსაც წლები,
საუკუნე
თითებს უგრძელებს,
რომლებსაც ჩემი უმარილო ცრემლივე ალხვობს.

და  სტალაქტიდის მტევნებს შორის ჩამდგარი სითხე
ტვინის მღვიმიდან
ზღვას უერთდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები