ჩამოდი ჩემთან მეთქი,მხოლოდ ერთხელ ვუთხარი. საღამოს კარი შემოაღო და თავისი მუსიკალური ბარგი ოთახში შემოალაგა. სახლი ძველი იყო, ხის. აქ ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე,როცა ქალაქისგან დავიღლებოდი.ბებოს გემრიელობებით დავტკბებოდი,მე და ბაბუ ნარდს ვითამაშებდით,წითელ ღვინოს მივირთმევდით,რამდენიმე პასტორალურ საღამოს გავატარებდი და ისევ ქალაქში ვბრუნდებოდი. ბებოს და ბაბუს მერე დიდხანს არ ჩავსულვარ.ვერ ვიტანდი ცარიელს იქაურობას. ამ ბოლოს გავბედე და ჩამოვედი.არავისთვის მითქვამს სად მივდიოდი.მხოლოდ დედამ იცოდა. ეზოში ბალახი ამოსულიყო. კარი გავაღე და ნაცნობი სუნი ვიგრძენი.ბებოს დარიჩინიანი ნამცხვრის.ისე გაჟღენთილიყო ხის კედლები ამ სუნით,რომ ამდენი ხნის მერეც კი იგრძნობოდა. თითქოს არაფერი იყო შეცვლილი.მხოლოდ სიჩუმე იყო არაბუნებრივი. ჩანთები დავაწყვე და სკამზე დავჯექი. არსად მეჩქარებოდა.მთელი ორი კვირა ვაპირებდი დარჩენას. მწყუროდა.კარადიდან გრაფინი გამოვიღე,ჭიდან ამოღებული წყალი ჩავასხი და მაგიდაზე დავდგი.ჭიქაში დავისხი.ცივი და გემრიელი იყო. ჭიშკრის ხმა გავიგე და გარეთ გავედი.მეზობელი იყო.დავინახე რომ ჩამოხვედი და შემოგიარე,რამე ხომ არ გჭირდებაო.თასით ატამი და ყურძენი მოეტანა.საღამოს თბილ რძეს მოგიტანო. ნუ შეწუხდებით მეთქი,რას ამბობ,რაკი შენ ჩამოხვედი და აქაურობა არ მიატოვე,ყურადღებას როგორ მოგაკლებთო.. გამეღიმა,მადლობა გადავუხადე და ხილი მაგიდაზე გადმოვალაგე. დიდხანს არ გაჩერებულა. სახლში შემოვედი,ფანჯრები გავაღე და ეზოს გავხედე. ჰამაკს გავაბამ. საღამოობით პლედს მოვიხურავ და ჰამაკში ჩავჯდები.დამირეკავს დედა და დიდხანს მელაპარაკება.გამომკითხავს ყველაფერს დაწვრილებით.მერე დამარიგებს,რომ შუქის ჩაქრობა არ დამავიწყდეს.არც კარის დაკეტვა.საღამოს თბილად ჩავიცვა და კიდევ ათასი რამ. მე სიცილით მოვუსმენ და ყველაფერზე დავეთანხმები. ნოე ალბათ ღამით დამირეკავს.ჯერ არ იცის აქ რომ წამოვედი.დამირეკავს,მომენატრეო.მე ბევრს ვილაპარაკებ.ის მომისმენს,მე უამრავ რამეს მოვუყვები და რომ მოვრჩები,მეტყვის -ძილინების ტკბილო სულელო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მზიანე დიდი მადლობა.აუცილებლად გამოგიგზავნით))) <3 მზიანე დიდი მადლობა.აუცილებლად გამოგიგზავნით))) <3
3. ჯონათან,ჩამოდი ჩემთან,სოფელში)) <3 გოგო ჯონათან,ჩამოდი ჩემთან,სოფელში)) <3 გოგო
2. როგორ დამაინტრიგეთ. ველოდები გაგრძელებას. მომწერეთ პირადში, რომ არ გამომრჩეს...იშვიათად ვახერხებ აქ რამის წაკითხვას... როგორ დამაინტრიგეთ. ველოდები გაგრძელებას. მომწერეთ პირადში, რომ არ გამომრჩეს...იშვიათად ვახერხებ აქ რამის წაკითხვას...
1. მეც მომინდა მაგ სახლში ყოფნა.
როგორი სიმშვიდეა ტექსტში.
მეც მომინდა მაგ სახლში ყოფნა.
როგორი სიმშვიდეა ტექსტში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|