ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2020


  ჩამოტვირთვა

* * *

ღმერთო,
ხომ გახსოვს როგორ მივაბარეთ ხამ მიწას პირველი მიცვალებული?!
თხარეს და თხარეს მესაფლავეებმა მიწა...
ხამიაო ამბობდნენ,-
ჯერ დაუთესავი, მოსავალმოუყვანი.
ხამ მიწაში ჩათესილი  თესლი  ასმაგად ხარობს, უხვნაყოფიანია თურმე.
ჰოდა მას შემდეგ ყოველი საფლავი ახალ საფლავებს ისხამს.
მრავლდება და ასკეცდება...
სუქდება და ზულუქდება...
ნაყრდება და ვეღარ ძღება...
ხშირად ჭამს და  ულუფებად.

რა გაუძღომელი შეგყრია მიწავ  ბატონო ?

რით ვერ ამოიყორე ყამირი სკნელი?!

ღმერთო,
იმ  პირველის ნეშტი ზღვას რომ გავატანოთ,
ან ფერფლად  მივანდოთ ქარს?
დედამიწის ყოველ გოჯზე შენივსისხლა  ვენახს დავრგავდით,
სიმინდს დავთესავდით,
ხორბალსაც.
სახლებს ავაგებდით,
ეზოს -საწნახელით,
მათი გამრავლების ტოლფასად.

ღმერთო,
ხომ გახსოვს როგორ მივაბარეთ
მიწას პირველი ბაირახტარი ?

გადავასვენოთ  მიწიდან ზღვაში,
მიწიდან ქარში...
ოღონდ, მიწისგან .
რათა ერთხელაც , შეწყდეს მისი მარტივ მამრავლებად დაშლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები