| ავტორი: გულიანა ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2020 |
ბოლო დროს ვთქვი რომ აღარაფერს დავწერდი... მეწყერივით იქცა სულგაჟონილი მუზა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მერე მართლა ვეღარაფერს ვწერდი და რასაც ახლა ვწერ,ისევ სადავეებით ვიცლი სულიდან. ახლა ვხვდები, სულ რომ შიშველი დამტოვო,ფიქრი ექოებს ცამდე აიწვდენს და ახლა სხვა დროა!... ალბათ ღმერთი მაღლიდან დაჰყურებს მის სახად ბრჭყალებში ჩასმულ "კლონს" და გაოცებულია მისი ფრთაშესხმული ფანტაზიით. ჰოდა, იმან განმიკითხოს ვინც უცოდველია!!! ისეთი შეგრძნება შემეთვისა რომ სულებს იკვლევენ... თავში,გარდასახული ბაქტერიებივით დადიან ჩემი ფრთაშესხმული ფიქრები და დედამიწის ავანჩავანს იხვევს ზღვის ტალღასავით შავხვრელში და უკუნში ეშვება... ყველა განაცალკავეს და ისე ჩაახედეს საკუთარ სარკეში, რომ ჰესეს "ცხრაკლიტულის" ხოტბაშესხმული თავმომწონეობა საამაყო როლად იქცა მაგრამ მე გხედავ!... იქ, გულის სიღრმეში, მჯერა რომ მეკუთვნის შენი სიმკაცრე მაგრამ იმიტომ არა, რომ შენთან ვტყუივარ!!! ადრე,არც ისე დიდი ხნის წარსულში, "გამოცდა ხელბორკილებით" წავიკითხე და ჩამინაკვალდა. "დათა თუთაშხიას" ფილმიდან ვიცნობ და ბევრჯერ განმიცდია მისი ტკივილებიც მაგრამ მის გონთან ჩემი რას მივა..? მეჯავრება დოლსტოევსკის "ეშმაკი", თუნდაც მხოლოდ დასათაურების გამო. მაგრან წიგნები,ფერების სიუხვის მატარებლები არიან და...საჭიროა ყველაფერი არსებობდეს გარდა დემონებისა!!!
არა,მე ის ცოდვილი არა ვარ მკვდრები რომ ცოცხლად უნდა ელანდებოდეს და ნუ მტენი შენი ცოდვების სამსჯავროს!!! ისედაც საკმაოდ გიგლოვე!!! ისიც სიმცირეა სხვა ,სხვისგულს, ჩემი ანარეკლით რომ "მოიგებს" მაგრამ მტრედები არ გამწყდარან სამყაროში ბრინჯი რომ აკენკონ! რა მოგცათ წიგნებმა ისეთი,რაც ჩემს უწიგნურობას აწონის ამ საქციელთან?? აბა მარჩიელებო,ეშმაკებო და კორონა ვირუსებო,თქვენით გაჟღენთილი დემოკრატია ღმერთს სულს უღაფავს და მარჯჟვენას კვეთს დიდოსტატივით! არა,ეს ყველაფერი სიმართლე არ გეგონოთ!... ეს ცხოვრების მოზაიკა ჩემი ფანტაზიებით ავაწყვე და თქვენმა "უწმინდესობამ" მომიტევოს ჩემი სიმცირეც! გესმით!? აი ,ეს ხმები გესმით?? ვიღაც საბაო გაჰყვირის.... სულხანსაბაოოოო. რა აყვირებს?? რა ახარხარებს?! ჰო,გახსოვს ის ხმალი,წმინდა გიორგისა,გახსოვს?? ადრე მეთქვა ამაზე და თითქოს წინასწარნამეტყველი დარჩა ჩემი თქმულება მაგრამ... დრაკონიც ჩემშია და რომ ვამბობ ნუ გამაღვიძებ მეთქი, მაცალე ცოცხლად ძილი!!! მაცალე ბზარების არ გააზრება თორემ,მუქარაში არ ჩამითვალო რომ სამყაროს ხიბლის დაკარგვისას,ჩემი შემოქმედება არ მიგულისხმია და ესეც არ გაცხადდეს!!! აღხოცე ყოველი უსჯულოებანი ჩემნი უფალო და უმსგავსობანი სხვათა და სხვათა; ამინ!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|