ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2020


აგვისტო

აგვისტო. ზღვისპირი. ოთახი. ფირფიტა.
კარადა. საწოლი. კედლები. Tajabone...
ნიავი. ნათურა. მწერები. ფარფატი.
შეხება. ქაოსი. დროდადრო მტანჯავენ
თითები მეჩხერი. თვალები-სარკეში.
ოთახში შემოდის სტუმარი-ზღვის ექო,
ერთმანეთს ეცვლება ბრიზი და ანგეში,
შენც არღვევ სიჩუმეს, უეცრად მირეკავ.
მოისმის გაბმულად ყურმილის ურმული...
მოისმის გაბმულად ყურმილის ურმული...
მოისმის გაბმულად ყურმილის ურმული...
და წყდება!
აგვისტო. ზღვისპირი. ოთახი. სიჩუმე.
ნიავი. მწერები. ფარფატი. ნათურა.
მშვიდობით, ზღვისპირო, სალამი, ბეშუმო,
დროებით, ბათუმო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები