ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2020


თანადგომა

(თანამშრომელზე კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მეც შეუძლოდ გავხდი და ტესტის აღებისა და გადასხმის გაკეთებისთვის მივმართე ექიმს. ამ უკანასკნელზე რამდენიმემ უარი განმიცხადა, ერთმა კი თვითონ შემომთავაზა დახმარება: საფრთხილო იყო, მაგრამ უფრო დიდ საფრთხედ სნეულის მკურნალობაზე უარი მიიჩნია. იმ ექიმმა ეს ლექსი არც კი იცის, მაგრამ არც საჭიროებს, ჩემი გულისთქმა უგულისთქმესად ეხმიანებოდეს იმის მეოხებას)


აბობოქრებულ ზღვაში ხარ და არ ღელავ,
რომ დავრდომილთა შველა ესოდენ გშვენის.
სინამდვილეში შენი სიცოცხლისხელა,
ხალხია, რითაც სულდგმულობს გული შენი.

მიარღვევ ტალღებს და მზეს ეცემი ცვარად,
გულღია სულში სულ ჟრუანტელი გივლის,
ეს იგივეა, გამოგეცალოს ძალა,
და გულის ხელით მოაძრო ნიანგს  კბილი,

და მოერიო მორევს, რომელსაც მოლევ,
სხვათა ტკივილის შემსუბუქების ათვლით.
ეს იგივეა, იგრძნო უმწეოს ცრემლი,
და ცრემლის ზღვიდან ამოიყვანო თავი.

გცივა, იწვი და საერთოდ, ავადმყოფის
მკურნალობამდე თვითონაც ხდები ავად.
მდგომარეობაც შემოდის შენში, გყოფნის,
რომ ეს სიმაღლე ყველა მწვერვალზე ავა.

არ გეშინია, მუხლჩაუხრელად იბრძვი,
თავს საფრთხეს სხვაზე ნუგეშისცემით უფრთხობ,
და კმარა შენთვის სიკეთისყოფის ბიძგი,
საკმარისია - ცაში იფრინო უფრთოდ...

აბობოქრებულ ზღვაში ხარ და არ ღელავ,
და დავრდომილთა შველა უზადოდ გშვენის.
სიხარულია შენი სიცოცხლისხელა, -
თანადგომით რომ სულდგმულობს სული შენი.

                                                    ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები