ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2020


მარადი ვარამი

წაქცეულია ძეკვენი და
მარილი დამაშრა ბაგეზე.
მოყოლებული ენკენიდან
ვარდობისთვემდე დაგეძებ.
ზღვაში წერილი მოვისროლე,
ჩავითქვი სურვილი ნეტარი,
კოლხეთის დაბლობი მონისლულა,
საით გახიზნულხარ, ნეტავი ?!

როგორ უპირსახოდ იოხრება...
როგორ დაგიღლია იორღები-
როგორ დაგცვენია ხელები.
აღარ დაგავიწყდეს- ქამანჩა ხარ,
ბგერა - აქა ხარ და არა ჩანხარ,
მე კი, ვიღერები ხველებით.

ბედი მოირების ხელებშია,
ბედი კი არა- ხენეშია:
ბნელეთი, უკუნი, წკვარამი.
მოკვდება პოეტთა ასეული,
კაცი, სახლიდან გაქცეული,
დადგება მარადი ვარამი.

მარადი ვარამი ვის უთქვია?!
ომების კვამლით გვისუნთქია,
ხშირი წვიმებით გვისუნთქია-
მტვრით და წიგნებით.
მზე რომ ამოვა, მკათათვისა,
გამოანათებს კაცთათვისა.
აღარ ვიქნებით.

წაქცეულია ძეკვენი და
მარილი დამაშრა ბაგეზე.
მოყოლებული ენკენიდან
ვარდობისთვემდე დაგეძებ.

თიბათვეს კი არ მავიწყდები,
თიბათვეს მაინც გულს ვაყოლებ.
შენი წვივები და ლავიწები...
საერთოდ, ბევრია მოსაყოლი...
სული გამოვკარი ეკალბარდებს,
მარადი ვარამიც იქ ებადა.
შორია, ნანა, იქობამდის -
გული გამიჩერდს იქნებადა.

როგორ უპირსახოდ იოხრება,
მიტოვებული ნასახლარი.
როგორ დაგიღლია იორღები,
მტრების და ორბების გასახარად.

შეხედე კორპუსებს, ნაგვის ურნებს.
შეხედე, რას ნახავ დაუნახავს?!
და რაკი ბოლომდე განვიკურნე
ერთი დამრჩენია გაფრენაღა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები