| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2020 |
შური, მტრობა და ორპირობა, სოფლად გაცილებით ნაკლებია, არის სხვანაირი მოფერებაც, ისე იშვიათად მზაკვრდებიან,.. ღელეს არ უხდება ბოგირები, გზაზე ასწლოვანი კაკლებია, ღამით ჭრიჭინები ბოგინობენ, დილით-ტოროლების ნაკრებია. უბეს გაივსებენ ტაროებით, სოფლის ონავარი ბიჭუნები, მალე გადაივლის კალოობა, მთვარეც უცნაურად იჭმუნება, მიწას სხვანაირი სურნელი აქვს, მზეა-ხორკლიანი კოპეშია... წვიმა სოფელშიაც სულელია, წვიმა სულელია სოფელშიაც. წადი ქალაქიდან, გაერიდე, თანაც უპირობოდ, გაუგებრად... სოფლად ამოკრიფე ჰაერიდან, სუნი კაკლების და ალუბლების, წადი, ტყუილი და ორპირობა, სოფლად გაცილებით ნაკლებია, არის სხვანაირი მოფერებაც, ისე იშვიათად მზაკვრდებიან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არც მე მაქვს წასასვლელი :( არც მე მაქვს წასასვლელი :(
3. აი, რა გაძლება გვაქვს ქალაქელებს ?! წადი კაია, სა წავიდეთ? :(
ლექსი კარგად იკითხება, ნათქვამსაც უნდა ვენდო :) 5 აი, რა გაძლება გვაქვს ქალაქელებს ?! წადი კაია, სა წავიდეთ? :(
ლექსი კარგად იკითხება, ნათქვამსაც უნდა ვენდო :) 5
2. თუ არა გაქვს პა სტო ლარი, უნდა წერო :)) თუ არა გაქვს პა სტო ლარი, უნდა წერო :))
1. მე წავედი, კარგა ხანია :)
პასტორალი...
მე წავედი, კარგა ხანია :)
პასტორალი...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|