ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2020


გრძნეული დრო

დრო გადის, მკვდარიც, ახალბედაც,
დღეები გაეზარდათ მოკლულ წუთებს.
მწუხრით, მზე, მთებს მიღმა ჩაესვენა,
და დღის გარდასახვას თვალნი უცქერს.

თითქოს, ეტლში იჯდეს ეს ცხოვრება,
შეუმეცნებელი სნეულებით;
გულზე დანთებული ჩირაღდანით,
მიუკერძოებელ ღრმა ნოველით.

მიდის და იშლება მწვანე მოლზე,
გზაზე ემგზავრება ვინ კი აღარ?
თითქოს, ყველა შემხვდურს ეუბნება;
როგორც მოვედიო, ისე წავალ.

ჩუმი, იდუმალი ნაბიჯებით,
სადღაც ცოცხლდებიან ინსტიქტები.
სარკედ ცაზე, ლურჯ ცას დაისახავ,
რითაც თვალს მოგჭრიან მზის სხივები.

სადაც იღრუბლება შენი სახე,
სადაც, ქუხილს გიგავს მრისხანება;
სადაც სინანულის "წვიმა" ღვარე,
გულის ღელვა,ზღვისას ემსგავსება.

მაგრამ მიდის, მიდის, დრო გრძნეული,
ყავლის გასვლა, დროს არ ედარდება;
რადგან, დღე ეზრდებათ მოკლულ წუთებს,
უკუნისამდე აქვთ ნეტარება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები