ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2020


ჩემო სიზმარო

ჩემო სიზმარო,
იისფერი ჩადრით მალულო,
უნდა შეგიკრა ყველა კადრი
თეთრი მაქმანით.
შენს ლურჯ თვალებში
ამიმღერე ჩემი ოცნება,-
გულს ნუ დაგმანავ.

ჩემო სიზმარო,
პეპლისფერი სიცოცხლის ღმერთო,
შენი ჩრდილების ელვარება
ვარსკვლავებს უდრის.
შენს თბილ მკლავებში
ჩემი მყარი თბოტევადობა
გახადე კუთრი.

ო, ტკბილბგერათა ჰარმონიით ნამღერო სიტყვავ,
ჩემო სიზმარო,
აფრენილო ჩიტო, ირაო,
შინმოუსვლელო ,
უსახლკაროვ , უგზოუკვალოვ
ყველა ძილის დრო მოდი, ერთად ავაყირავოთ.

ჩემო სიზმარო,
დამიბრუნდი  შინმოუსვლელო,
ერთად ვიპოვოთ ბალიშის ქვეშ ფოტოალბომი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები