ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2020


პასუხების გაზეთი



მე, შენ, ის და ისინი.
ვიღაც ტკბილად  იცინის.
ჩემი ,შენი, იმისი,
გოგო ლოყაყირმიზი.
ეს, ეგ, ის და არავინ
ველზე მომცრო კარავი.
ვინ? ვის? ვისი? რომელი?
ჭორი ტყეში მძრომელი.
სადაური , რამდენი?
ბიჭი კოცნის ჩამდენი.
ვერა, ნურა, ნურავინ.
გოგო მორცხვად  მდურავი.
ვიღაც, რაღაც, ყოველი
შენგან პასუხს მოველი.
ამნაირი, ასეთი,
პასუხების გაზეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები