ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2020


თ.ა-ს

გაიხედავ და იოლია,
"გასტანე, გადათქვი, გაუძელი"
ამბობდე ყოველ დილით აივანზე,
სადღაც შორს მიფრინავდენ წეროები,
თურმე დაღლილან დავიწყებით.
სადღაც შორს განუწყვეტლივ წვიმებია
და ჩემს თვალებში დაგუბული
გადმომაქვს ოკეანე კაქტუსისთვის.

ხომ იცი, საყვარელო,
შენ ერთმა ჩემიანმა,
დღემდე ვეძალები იმ ჩვევებს,
ჩვევის გადაგდება რომ ქვიათ.
წინათ სახლი მქონდა უჩვეულო,
ხიდებით,ანტენებით, ღამეებით-
უძილო, ჩაპლინები, ვაგონები,
რომი, პორტები და მედუზები.
წინათ ვოცნებობდი კარალიოკის,
ხესთან განმესვენა მზესავით.

ახლა ჩემს ბაღებში ნეკერჩხალი ჩამოცვივდა და დაილია,
ნეკერჩალი ოცი წლისა.

მე რომ მის მერქანში ჩავატიე,
მუჭი ფოთოლცვენა სიყვარული.
ის ხეც, ისიც კი წაიქცევა,
მიწას გაანდობს გულის ნადებს,
გადაიშლება წიგნივით და
ქოთნის ყვავილებთან ატირდები.

ატირდებიან ბეღურებიც
და ჩემს ამბებსაც მოგიყვებიან
ტელეანძები.
ლიანდაგები.

მანამდე მასწავლე სიარული,
ერთიც გამაგონე "აშო ჩელა"
შენი ხელებიდან ნაყვავილარი
მზესუმზირები დამასიზმრე.
წამლებს შემაჩვიე დილაობით,
(ალოე,მარყუჟები მიმიტოვე)
იქნებ განმაკურნო საბოლოოდ,
ან ვინმე "მკურნალის" ქუჩაზე
უკანასკნელად ამაცეკვო,
ყველა პოეტის ნატკივარზე
აკვარიუმთამ მოგიყვები.
გაანდე გურმეჭვიას ამბები,
მა გურ ჭვილ,გიზოგენქ საბზოთოდ,
გურ ეფშას სი მაპალუქ ართ კაკალ.

და სანამ ჩემს ფარას გავრეკავდე,
ცვრიან დაბლობზე,ფეხშიშველი,
მოვიზომავდე უკანასკნელ,
შარშან გამოკერილ ფარაჯას,
სტუმრები მიიღე ყოველ ღამით,
სომხური კონიაკით, თუთუნით,
ლექსები მომიყარე,ამიკრიფე,
ვეჭვობ უდარდელი არვინ არის,
ვინმე დარდიანს შეეყაროს,-
წითელასავით შუა ღამით.
შენ იცი, ფარდებზე დაკიდული,
სული გაცილებით მართალია,
შენ იცი, შორეულო პოეტურად,
ასე აღარავის უცხოვრია.

მე კი განკურნებას საყვარელო,
ვინმე "მკურნალის" ქუჩაზე,
გადამღერება მირჩევნია,
წყალჩამდინარე ვაგონები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები