ხეს შეჰპარვოდა სევდა ბერდედის, ცას მოსწყვეტოდა სხივთა კოლიე. დრო შემოდგომის ფერთა შედევრებს მაინც კვდომისკენ წაიყოლიებს... მალე დაკიდებს ყინვის ბოქლომებს სიცივე უნდო, უერთმანეთო... და მეეზოვის ნაქუჩ "ოქროებს" არაფერი აქვს განძთან საერთო. ქარი კი უსტვენს ზამთრის მოტივზე, თბილი დღეები სცვივა კალენდარს. გადმოიწია ერთი ტოტი მზემ, თუმცა, თვითონაც ჩანდა ნახევრად... 15.11.20