ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2020


* * * (ძველ სინამდვილეს)

ძველ სინამდვილეს დაბრუნებიხარ?
როგორ მარტოა ყველაფერი ასეთ სახლებში.
ეს სიმარტოვე მე არასდროს არ მსურვებია;
წვეულებები.
ჩვეულებები.
ღვინო.
კაბარე.
შენ ალბათ უკვე შეინახე ზაფხულის კაბა
და ელოდები ამინდს ახლა უფრო თოვლიანს.

გაითავისეს ძმებმაც თოფი და ხეტიალი.
დამწვარ მინდვრებში ახლა ხშირად დიდდება წვიმა.
მეც არაფერი. თვალში ერთი ნემსი ტრიალებს,
როგორც ეს იყო დიდი ხნის წინათ.
ჩვენი ყოფნები ცარიელი სიუჟეტია,
მის ამოვსებას რამდენ დღეს ვწირავთ.

გაიხსენებენ ასეთ ზამთრებს ჩვენი მოგვები.
გაზაფხულები აღარ მოვლენ, ასე მგონია.
ფანჯრიდან მოჩანს ეს ხეები და ეს ოდები,
მაგრამ თანდათან ემსგავსება მელანქოლიას.
გამოვიზამთრებთ ასეთ თავებს თავმოწონებით.
ასეთ დუმილის პოეზიას. ამგვარ ფორიაქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები