ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2020


თრიალეთური


თრიალეთის კალთებზე მუხასა და რცხილას
მოსეირნე ნიავი ფოთლებს უვარცხნიდა.
ოშორას და არჯევანს ნისლი ბანდა თავებს,
მერე კი მზემ უბოძა ოქროს მოსართავი.
უღელს ტეხდა ცხრაწყარო, ბალახს ძოვდა ცხვარი,
იქვე, ახლოს სოფელში, იდგა გამომცხვარი
თბილი პურის სურნელი, ღუღუნებდა ფურნე,
გზად კი ხსოვნა მიჰქონდათ წლებით სავსე ურმებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები