ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2020


თვალები დახარე

თვალები დახარე.
ხელები ჩამოუშვი.
აღარაფერი არ მოხდება.
ვეღარაფრით ვერ გავაკვირვებთ
ერთმანეთს.
თოვლიც იყვიანებს.
ისევ მარტო ვარ
და ისევ ისე შემართებით ვკითხულობ ყანწელებს.
ეს უნდა გაგრძელდეს! სხვა გზა არ გვაქვს.
ეს უნდა გაგრძელდეს.

მე როცა ასე ვიარები, როცა ასე ვარ,
გარეთ არაფრის იმედი მაქვს. შიგნით - ცოტათი.
ისევ მინდება, წერილები შენზე დავწერო,
მერე იზრდება დანგრეული, ძველი ოთახი
და რომანტიკულ ისტორიებს თხზავენ მწერლები,
რეჟისორებიც. ხმები არის. ხმები და რიტმი.
სიგიჟეც ისე ახლოს არის, როგორც მწერები
აბლაბუდაში კუთხეების.
ვერაფერს ვიტყვი,
ჩემი ბრალია!

როგორ მინდება, ის ვიყო, რასაც ვწერ,
ვამბობ,
ვფიქრობ,
ვაკეთებ და რაც მაცვია.

ღამე მოვა. ღამე ჩუმი. სიმარტოვის ნაზი ღამე.
შეგპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შეგიყვარებ.

გზები ჩვენი ზღაპრებია. ზღაპრებია გზები ჩვენი,
შემპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შემეჩვევი;
ღამენათევს და ნამთვრალევს ეჭვი სხეულს გამომიღრღნის.
დავისახავ, თუმცა მაინც არაფერი გამომივა.

რამდენს იტევენ საწოლები. დულსი - დავმარცხდით.
მადლობა ღმერთებს. სიხარულის პატივი ღმერთებს!
როცა ვანგრევდით კედლებს ჩვენით
მაეჯვნივ თუ მარცხნივ,
გადავივიწყეთ, რომ იანვრის შიში გვაერთებს
სახლებთან. კოცნებს მიგვაჯაჭვავს უენო ვნება.
სხეულებს ხელით ავილესავთ მიწაზე, მზის ქვეშ.
საკუთარ ფიქრებს მოუარონ ძილის ენებმა!
მე ისევ ვწუხვარ - დონ კიხოტსაც ვეღარ დავირქმევ.

ხელები ჩამოუშვი.
მოიკუნტე და მუხლებს ჩაეხუტე -
აღარაფერი არ მოხდება
ისტორიის ველის დასასრულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები