ვნახე,საფლავია ღამით, ღამით აღარავინ არის, მახსოვს გიყურებდი შორით, ცრემლით,ოკეანეად მახსოვს. თითქოს ვიწილადეთ ქარის ქროლვა, ჭაში ჩავიხედეთ, ბალავერთან, როგორ არ მივიდეთ,გველოდება. აღარ წაიქცევა ძეკვენი და პოეტები ლექსებს დააშრობენ, გადაიკითხავენ მოლოდინებს, მოიკითხავენ გულისნადდებს, თავს ამ ცრემლებში ჩავატევთ. გამოვიზოგავთ ცვრიან ბალახს. იტყვიან,რაღა მიჭირს. წრეში დასხდებიან,წააქცევენ, ჩვენ რომ წამოვიღეთ კაკლები, კაკლები ყოველ ღამე იზრდებიან, გულები უმწიფთებათ,იღლებიან. როგორ იღლებიან ყვავილები თითქოს მღეროდნენ პრიმოსკულად, ლანჯებს და მოალანჯებს გულდაწყვეტით. ასეთი როგორ იყვავილა, ასეთმა ხშირმა,მიუსვლელმა ასეთი კოჭლი მინარეთი ვენახი ასეთი უთვისტომო, ლექსები ასეთი,შორეული, თითქოსდა გემებს ვაცილებდე, თითქოს სუნი მქონდეს სახლის, მიდებულის და უთავბოლოს, უკანასკნელი მეგზურისა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გამოიზოგავთ ამ მოგონებებსაც...
გამოიზოგავთ ამ მოგონებებსაც...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|