ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2020


ჩემი ბგერები

ჩემი ბგერები
მიწიდან იშვნენ.
ბგერის მარცვლები გაზაფხულზე გაღვივდნენ მაშინ
და აღმოცენდნენ სიტყვის ყანებად.

მზე იდგა ჭაში,
ის დრო იყო.
ქროდა ნიავი ,
მინდვრებს და ყანებს  უვარცხნიდა
აჯაგრულ ფაფარს ,
შავი მუსტანგი თქარუნობდა,
ელავდა სტეპი ,
ჭიანჭველები დაეძებდნენ სარჩოს და საფარს.
სიტყვის ყანები მწიფდებოდნენ
ნარინჯისფერად,
ამოდიოდა ჭიდან მზე
და ქროდნენ ქორები,
ზღაპარს ჰყვებოდნენ  ნეკერჩხლები, ოდნავი ღელვით
და ტირიფები, მელანქოლები.

ნიავს მიჰქონდა მისი წილი
სიტყვების თესლი,
ქორებს-თავისი,- არა- მისი, არამად ერგოთ,
შენ გადამირჩი,
გაყვავილე,
სული დაგისხი,
ჩემი სიტყვების
ლექსებამდე გაზრდილო ნერგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები