ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2020


მაინც ისა ვარ, ვინც...

სულ უფრო ხშირად წვიმს,
სულ იშვიათად თოვს.
ცხოვრება მაგრად მღლის,
მაინც ჩემზე დებს ფსონს...
აზრებს ვაზომებ თავს,
როგორც შესაკერ ქუდს,
დრო არ მაშორებს თვალს,
რა მრავლისმთქმელად დუმს...
სულ მინდა ვიყო სხვა,
მაინც ისა ვარ, ვინც,
უსმენს ოცნების ხმას,
ხედავს სიზმარში პრინცს...
ვნატრობ დასაჭერ წამს,
არ ვუფრთხილდები წუთს...
წარსულთან ხიდებს ვწვავ,
ხსოვნა ამაზე წუხს.
შენ სულ ეგა ხარ, რაც...
მეც სულ ისა ვარ, ვინც,
მუდამ პოულობს გზას,
გულში არ იდებს ხინჯს...
დროს კი მივყავარ, რომ
ფასი ვიცოდე რის?
სულ უფრო ხშირად თოვს,
სულ იშვიათად წვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები