 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2020 |
ნეტავი, ამაღამ როგორა ხარ? გული თუ უჩემობას დანებდა... შენს სახლთან ატუზულა სიცივე და ძაღლივით წკავწკავებს კარებთან.
მე ვიცი, გარეთ არ დატოვებ, ისიც შემოვა, დროს იხელთებს, გაათბობ, გარდაქმნი პოტენციად, სულის მოგიზგიზე ბუხართან.
შენს ხელებს , თბილსა და მზისგულიანს, გაუწვდი ხიდად და ჯებირად, რომ შენი გულის მისაღებში, მიართვა სულ უშაქრო ჩეფირი.
სიცივე- საბრალო და უსუსური, დნობის და გალხვობის მომრიდე, ცდილობს სხვა ნიღაბი მიიწებოს, ცდილობს, გაიყვანოს ნომრები.
შენ ამ დროს არ გადარდებს მასკარადი, შენ გჯერა, ზღაპრების და ღმერთების და მთელი გონითა და უგონობით, უნებურ, მასკარადში ერთვები.
ცეკვავ და ბზრიალებ თავბრუსხვევად, (ო, ღმერთებს, დაგიცვან- უთხარი) შენ კარგავ გარდაქმნის ხელოვნებას, - გიქრება მოგიზგიზე ბუხარი.
ჩემეულ საზღაპრეთს ვუბრუნდები, იმ ზღაპარს ერთი შევრჩი გოგოღა. ნეტავი, ახლა რას აკეთებ, ნეტავი, ახლა როგორ ხარ?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მაგარი, უშაქრო ჩაი. მაგარი, უშაქრო ჩაი.
12. კარგია, მარა ჩეფირი რა არი? კარგია, მარა ჩეფირი რა არი?
11. რითმები დარღვეულია.
მიართვა სულ უშაქრო ჩეფირი.
აქ " სულ " ამოაგდე უკეთესია.
მუშაობა გინდა შენ თავთან. რაღაცები წავიკითხე და მომეწონა. რითმები დარღვეულია.
მიართვა სულ უშაქრო ჩეფირი.
აქ " სულ " ამოაგდე უკეთესია.
მუშაობა გინდა შენ თავთან. რაღაცები წავიკითხე და მომეწონა.
10. ფრენკ ჰაქსლი, იხარეთ. ფრენკ ჰაქსლი, იხარეთ.
9. ეს არის პოეზია ) ეს არის პოეზია )
8. მადლობელი ვარ , კრავაი. გამოწვევა მიღებულია. :) მადლობელი ვარ , კრავაი. გამოწვევა მიღებულია. :)
7. სასიამოვნოა და საღიღინო.
5
აგლაია, მიიღეთ ჩემი გამოწვევა:)) სასიამოვნოა და საღიღინო.
5
აგლაია, მიიღეთ ჩემი გამოწვევა:))
6. მადლობელი ვარ, ოთარ. მადლობელი ვარ, ოთარ.
5. კარგი ხარ ანა, როგორც ყოველთვის.
5 კარგი ხარ ანა, როგორც ყოველთვის.
5
4. მადლობა, ლაშა. მე შუა უფრო ექსპრესიული მგონია, ისე.
მადლობა, ლაშა. მე შუა უფრო ექსპრესიული მგონია, ისე.
3. შუაში ცოტა ვერ (სუბიექტურად) ისე კი მომწონს შენი ეს ლექსი და სხვებიც ( ობიექტურად ) 4 ქულა )) შუაში ცოტა ვერ (სუბიექტურად) ისე კი მომწონს შენი ეს ლექსი და სხვებიც ( ობიექტურად ) 4 ქულა ))
1. 5 მოვიხიბლე. 5 მოვიხიბლე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|