ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2020


უშაქრო კოლა

სოფლის ბირჟაზე შაქრო და კოლა
სვამენ ლუდსა და უშაქრო კოლას,
მათ არ ადარდებთ დღეების სრბოლა,
არ ენატრებათ ბაღი და სკოლა.
შაქრო უფროსი არის კოლაზე,
სიგარეტს დაცლის კოლოფს კოლოფზე,
დაემართება ალბათ კოლაფსი,
ატარებს შაქრო ზამშის მოკასინს.
კოლა უმცროსი არის შაქროზე,
სწავლობდა ერთხანს იგი აგროზე,
ქვაც კი ეკიდა საავგაროზე,
თუმცა დიპლომი უდევს თაროზე.
სოფლის ბირჟაზე კოლა და შაქრო,
ერთად და ცალკე ისეთ ცეცხლს აქრობს,
სურვილსაც აქრობს, შიშებსაც აქრობს,
თუმცა ხანადახან ორივე მზაკვრობს.
შაქრო და კოლა-ბირჟაზე სოფლის,
რამდენისათვის მომდენი ოფლის,
რამდენჯერ უთქვამთ: ბიჭებო, o, please...
კოლა და შაქრო-სახელიც გვყოფნის!
ვერ ვეგუები უშაქროდ კოლას,
კოლას გარეშე ვინ არის შაქრო?
რა ცუდი არის უშაქრო კოლა,
წყურვილს კი არა, ვერაფერს აქრობს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები