ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: საბავშვო
28 დეკემბერი, 2020


პეტრე

- არ ჩამაცვათ გეტრები ,
ძალიან გევედრებით .
მინდა მეცვას წინდები ,
დიდი ბიჭი ვიქნები .

დარბის , ცელქობს ,
არ ისვენებს ოთახებში პეტრე .
დახედავს და იქით-აქეთ მიმოისვრის გეტრებს .

- მერე ბაღში ჯგუფელები ,
გიო ,
ლუკა ,
თოკო ,
დამცინიან , მაბრაზებენ ,
მეძახიან გოგოს .
სულ არ მცივა , დედიკუნა ,
რეიტუზიც არ მინდა .
ბებოს რაღაც ეჩვენება ,
აბა  როდის აცივდა ?!

ხოდა , ასე არ უჯერებს
პეტრე არცერთ უფროსს .
- ბავშვი როგორ გააციეთ .
- მერე მამა ჩხუბობს .

გამოკეთდა ჩვენი პეტრე ,
უკვე დიდი კაცია
და რას ხედავს
ბაღში ყველას რეიტუზი აცვია .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები