ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
7 იანვარი, 2021


ახალ წელს

ახალ წელს ჩემმა ცოლმა
გადაახვია ტოლმა,
მერე ქორწილის კასეტა,
ტრადიცია გვაქვს ასეთი.
ახალ წელს ჩემმა სიდედრმა
მაჩუქა მისი სიმდიდრე,
პატარა ვილა-კოჯორში,
ყალყი შემიდგა ქოჩორში.
ახალი წელი, რა ცივი,
რა სქელი გახლდათ საცივი,
ფიქრები ბოლივიაზე,
მწყერზე და ოლივიეზე.
ახალ წელს ახდა ოცნება,
ცოლი დაიქცა კოცნებად,
დღე გამითენდა ცისმარე,
რა ტკბილი იყო სიზმარი.
ახალ წელს ჩემმა ცოლმა
გადაახვია ტოლმა,
მერე ქორწილის კასეტა,
ზმანება მქონდა ასეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები