ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2009


რა მძიმე ცხოვრება გაქვს

"სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე"
                                          გიორგი საჯაია

რა მძიმე ცხოვრება გაქვს


რა მძიმე ცხოვრება გაქვს, ჩემ თავსაც არ გაცლიან.
ასეთი უიმედო, ან როგორ გადაგირჩი?
ერთმანეთს დაპირებებს უცვლიან სამასწლიან,
ყვავები სახურავზე და ისიც ამ ამინდში

მშურს მეთქი ამ ყვავების_ვერ გეტყვი სამწუხარდ
ასეთი სიცოცხლისთვის, ზედმეტად მეცოდები.
მთელი დღე, რომ ვიღაცამ საკენკი დაუყაროს,
ელიან... ამასაც თუ სიცოცხლე ეწოდება!

მზე როცა მილიონი ფორლონგის აცილებით,
დათვრა და სიმბოლურად ყავაში ამოვიდა.
ზედმეტად მიეჩვიე ტაბლეტებს საძილე და
ამ ბოლოს საერთოდაც, ადგომას საწოლიდან,

ცოტაც და შეეშვები იმდენად ეზარები...
და ახლა მითუმეტეს მეტყვი, რომ სულერთია!
თუ როგორ ჩაივლიან_დღეები მეძავები...
საათიც, დრო რომ ჰკითხო, არავის უკეთია!

რა მძიმე ცხოვრება გაქვს, ერთერთმა ყვავთაგანმაც
იცის რომ გაწვიმდება. და როგორ გადაგირჩე?
რომელი გასაფრენი... რომელი გასაქანი...
ისიც ამ ცხოვრებაში და ისიც ამ ამინდში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები