| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2021 |
მათ, ვინც შიმშილი საკუთარი ხუთი თითივით დიდი ხანია მარცვალ-მარცვალ გაიზეპირა, ვისაც ყელში აქვს ამოსული უხმოდ ტივტივი, ფსკერზე კი არა, იმის იქით და სურს ჯებირის სიმტკიცე ჰქონდეს, ისე იდგეს, რომ ვერ წალეკოს, ათასმა ტალღამ, ათასგვარმა ტაიფუნებმა, მეტყველად იდგეს, რომ სიჩუმის ჩქამიც არ იყოს, რომ არ დაემსხვრეს იმედები ფაიფურივით, ზღვათა ხმაურში, თოლიების გამკივან ხმაში, როს მეკობრეთა ქვემეხთაგან ვარდება ბოლი, რომ მთელი ზეცა გადაღებოს სუდანურ ხნაში, რომ ჰორიზონტის კიდეებზე წითელი ბოლო ჩამოწვეს, როგორც შებინდება, როგორც მიმწუხრის ლოცვა, თვითგვემა, მეტანია, როგორც მხილება, მზესთან-ვარსკვლავთა ანუ ყველა მისი ძმისწულის, მათი სიზმრების, ზმანებების, უფრო ხილვების, მათი კაშკაშის, მათი ციდან მოწყვეტის წამის, მათზე სურვილის ჩაფიქრებაც, ძილის წინ დათვლა, მართლა მეჭეჭებს ხომ არ აჩენს იმავე ღამეს, ან როგორ ქმნიან სილუეტებს თევზების, დათვის, ჟირაფის, კურდღლის, მშვილდოსანის, მენახირესი, ითვლი და ძილი გეპარება, როგორც ტივტივა- თვალებზე და შენც გამოაღწევ სანაპიროსკენ, რომ ეს სიზმარიც საკუთარი ხუთი თითივით გაიზეპირო, გაიღვიძო და წყალთან მოყვე, მოყვე ნახევრად მძინარემ და თვალების ფშვნეტით და მერე წყლითვე მოიბანო შუბლი და ლოყა და არაფერი აღარ შეგრჩეს ამ ლექსის მეტი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. :დდ შენც არ მოგეწონა? ვაახ, როგორ მინდა, მეც არ მომწონდეს, მარა, არ გამომდის, საშუალო არითმეკულით 2.5 ქულა თემაა )) :დდ შენც არ მოგეწონა? ვაახ, როგორ მინდა, მეც არ მომწონდეს, მარა, არ გამომდის, საშუალო არითმეკულით 2.5 ქულა თემაა ))
18. ისე , არ მესმის .. იმ ლექსსის და ამ ლექსის დაწერა ერთი და იგივე ადამიანს როგორ შეუძლია )))
0 ისე , არ მესმის .. იმ ლექსსის და ამ ლექსის დაწერა ერთი და იგივე ადამიანს როგორ შეუძლია )))
0
17. კარაკასიდან იწერები თუ? კარაკასიდან იწერები თუ?
16. 8-10 წლის წინ ამ ლექსს ვინ წაიკითხავდა , აქ ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო ლექსები იდებოდა, მეტწილად ნიკის ბრალია რომ ამ საიტს დაერხა , ვენესუელასავით . 8-10 წლის წინ ამ ლექსს ვინ წაიკითხავდა , აქ ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო ლექსები იდებოდა, მეტწილად ნიკის ბრალია რომ ამ საიტს დაერხა , ვენესუელასავით .
15. მიაუ ))) <3 მიაუ ))) <3
13. მადლობა, ანა <3 მადლობა, ანა <3
12. არაფერია ახალი, ამ კრიტერიუმით თუ შევაფასებთ.)
წარმატებები, გულით. არაფერია ახალი, ამ კრიტერიუმით თუ შევაფასებთ.)
წარმატებები, გულით.
10. ძალიან მომწონს )) მეტს იმსახურებთ, მაგრამ მხოლოდ ორიანი მაქვს )) ძალიან მომწონს )) მეტს იმსახურებთ, მაგრამ მხოლოდ ორიანი მაქვს ))
9. 5 კარგი ხარ <3 5 კარგი ხარ <3
6. მადლობა, მიხეილ, მიხარია, რომ მოგწონს <3 რემბოსთან წაყვანა, მით უმეტეს, დიდი პატივია :) მადლობა, მიხეილ, მიხარია, რომ მოგწონს <3 რემბოსთან წაყვანა, მით უმეტეს, დიდი პატივია :)
5. რაღაც არტურ რემბოსკენ წამიყვანა რაღაც არტურ რემბოსკენ წამიყვანა
4. +5 მშვენიერი ლექსია +5 მშვენიერი ლექსია
3. სულ თითზე ჩამოსათვლელები ხართ, მაგრამ ჩემთვის საკმარისია, თქვენ და ხუთი-ექვსი ერთგული მკთხველი, მეგობარი :) სულ თითზე ჩამოსათვლელები ხართ, მაგრამ ჩემთვის საკმარისია, თქვენ და ხუთი-ექვსი ერთგული მკთხველი, მეგობარი :)
1. ვისიამოვნე. მგონია სხვებმაც უნდა წაიკითხონ. ისედაც ცოტა რამ ქვეყნდება აქ დასამახსოვრებელი. ვისიამოვნე. მგონია სხვებმაც უნდა წაიკითხონ. ისედაც ცოტა რამ ქვეყნდება აქ დასამახსოვრებელი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|