"წყლის პირას სამი ტირიფია, ერთს მოელიან. საღამოს შუქი ირიბია, გზა-სოველია."
ერთი შეხედე როგორ არის?! ჩვენი სახლ-კარი მეგობარო?! განთიადისას დაკარგული, შებინდებისას გადამწვარი. ხომ არ წაქცეულა, ხომ არ მოსთქვამს?! როგორ დავავიწყდი თითქოს ვიყო, ვინმე მოხუცი პილიგრიმი, მოარული და მწყურვალი, ბოშა,ლივალდო,ფირცხალავა გადამიკითხე.მითანაგრძე.
თითქოს ხელისგულზე ვმკითხაობდე, დავღიღინებდე სევდიანად.
ჩვენი ნაძვები წაქცეულან, ცეცხლი მოდებია,ალებია. იწვიან,იწვიან.ტირიან.
მგზავდაკარგული ტბებისდენა, ჩიტის ბუდეები. გადაფრენა. შენი სამხრეთი და მიუვალი გზები. ანტენები გადახრილი სახურავზე და ალუჩები, ატმის ხეები მარტოდ-მარტო.
ერთი როგორია გაზაფხული, იმ გახუნებული ფანჯრებიდან, სადაც ვამაბამდით სატელეფონო ხაზით საუბრებს, უთენია.
მეტი ბავშვობა აღარც იყო, ბავშვობა დაემსაგვსა ალვის ხეებს.აჭრილს და გადაბელილს. ეზო კი იყო იმოდენა, სულს მოაწყურებდა დაბერებას.
თვალი წეროებს გადაავლე, ქარებს მოუსმინე იქნება და ჩემზე გიამბონ რამე ჭორი. გადავიწყებულს და უპირ-სახოს,
ციროზიანი და შინაბერა. სახლი ან კარი დაკარგული ან ის ტირიფი ასწლოვანი, დაფერფლილი და უნახავი, ჩემი თვალებიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ახალგაზრდა პილიგრიმის ჩანაწერები...
ცხადი იყო ყველაფერი, ხელშესახები.
ახალგაზრდა პილიგრიმის ჩანაწერები...
ცხადი იყო ყველაფერი, ხელშესახები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|