ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
30 იანვარი, 2021


Иосиф Бродский - Зимним вечером в Ялте

იოსებ ბროდსკი - ზამთრის საღამო იალტაში

ლევანტიური სახე პირხმელი,
ბაკებით მალავს ნაყვავილარებს,
როცა კოლოფში ეძებს სიგარეტს
მის არათითზე ბეჭდის სიელვით

კრთება ორასი ვატის სიმძლავრე,
ვეღარ გაუძლებს თვალების ბროლი,
ვჭუტავ, ნაფაზის ნაყლაპი ბოლით
იტყვის „შემინდეთ!“ - თავს არ იმართლებს.
 
იანვარია. აქ ზამთრის როლი
თავისშექცევის არის ნამსგავსი:
და ვერასოდეს ჩერდება თოვლი
პირბასრ ეკლებზე ჭრელი აგავის.

ხალხი აკლიათ დუქნებს. სდით კვამლი
იქთიოზავრებს ლემანთან მიმდგართ,
დამპალ დაფნების სუნი დგას მყრალი.
„ეს სისაძაგლე დაგისხათ?“ – „მინდა!“

ღიმილი, მწუხრი, გულხელდაკრეფით
მედუქნე, ბედს რომ მუშტარს ენუკვის,
წრეზე მავალი ჰგავს მოზარდ დელფინს
ირგვლივ ხამსებით სავსე ფელუკის.

ქოთნებში ჟაბო. ფანჯრის კვადრატი.
სუსტი თოვლი და თავის კანტური.
შეჩერდი, წამო! ისე წარმტაცი
არა ხარ, ვით ხარ უნიკალური!

30 იანვარი, 2021 წ.



ბოლო სტროფის II ვარიანტი

ფანჯრის კვადრატი. ქოთნებში ჟაბო,
ნიავი ფიფქთა ფანტვით ერთობა,
შეჩერდი წამო, რადგანაც სჭარბობს
შენს სილამაზეს, ერთადერთობა!


Иосиф Бродский - Зимним вечером в Ялте

Сухое левантинское лицо,
упрятанное оспинками в бачки.
Когда он ищет сигарету в пачке,
на безымянном тусклое кольцо

внезапно преломляет двести ватт,
и мой хрусталик вспышки не выносит:
я щурюсь; и тогда он произносит,
глотая дым при этом, «виноват».

Январь в Крыму. На черноморский брег
зима приходит как бы для забавы:
не в состояньи удержаться снег
на лезвиях и остриях агавы.

Пустуют ресторации. Дымят
ихтиозавры грязные на рейде.
И прелых лавров слышен аромат.
«Налить вам этой мерзости?» «Налейте».

Итак – улыбка, сумерки, графин.
Вдали буфетчик, стискивая руки,
дает круги, как молодой дельфин
вокруг хамсой заполненной фелюки.

Квадрат окна. В горшках – желтофиоль.
Снежинки, проносящиеся мимо.
Остановись, мгновенье! Ты не столь
прекрасно, сколько ты неповторимо.

январь 1969

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები