ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 თებერვალი, 2021


***

ისევ არაფერი მეგობარო,
არაფერი შეცვლილა ჩვენს ქალაქში, ხშირი წვიმებიც გადაიდო გაისამდე,
მხოლოდ და მხოლოდ ტყავის გამოცვლას ელოდებიან ეზოები, იზმორებიან და იღლებიან,დაუღალავად უცდიან გაზაფზულობას.
ასე უთავბოლოდ როგორღა დამავიწყდი, ხედავ, ამჩნევ?ზამთრის უკანასაკნელი თვის დასაწყისში,ლექსიც ვეღარ გავიმეტე და ასე, ლავკრაფტის "სიცივით" , გაციებული ჩაით,თაროებზე გასაფრენად მზად შავ-თეთრი ფოტო-სცენებით  გიმზერ.

ასე მგონია ჩვენ საერთო,პროგნოზები გვაქვს ამინდების,
თანაც უიმედო.
წრეს გვივლიდნენ,გარს გვეხვეოდნენ მკითხავები, ჩვენ კი კრინტიც აღარ დაგვცვდეს ჩვენ ცხოვრებაზე, ,ვიყოთ მდუმარედ, კელიად ვიყოთ.

თეთრი წყაროს წყალით პირს ვიბანდეთ და სული გველეოდეს ენგურზე,
ველოდებოთ უთენია აისობას, დავღიღინებდეთ მხნე და ხალასნი.
თითქოს იოლად ვჭვრეტდთეთ  ქვეყანას და ვიყოთ თოვლი ხელშეუხებელი,ღმერთივით თოვლი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები