ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია4 თებერვალი, 2021
Your browser does not support the audio element.
არხარი მყავდა, ვერძი, ერკემალი. დიდი რქებით და ლამაზი ბეწვით. როს მომაბეზრა თავი რქენით, აბუდელაურის ტბის პირას, დავკალ ოთხყურა, ცრემლით. დავკალ და მისი მატყლისგან, ჯარაზე დავართე ნართი, თელის, ჯაგრცხილის და რცხილის ნაცარწმენდილში ვრეცხე, ზედაშეს ნალოცი წყალით. ნართისგან ძაფი გამოვქენ, შევღებე მღიერებით ჯამში, მოკალულ სპილენძის ჭურჭელში. სქელი და ჭრელი საბურველი, ძაფისგან ნელა ვქსოვე. ხორცი მგლებს გადავუყარე, შიოდათ მგლებსაც მგონი. მას მერე ვერვის ვაჯერებ, რომ მეც, ერკემლის პატრონსაც მშია, მცივა და მწყურია. ვერვის ვუმტკიცებ რომ ცხვრის ხორცს ვერ ვჭამ, ვერ ვირგებ, ვერ ვყვარობ. ვერ ვუხსნი რომ საბურველშიც, მატყლის სქელ-ჭრელ საბურველში, საშინლად, ძლიერ მცივა. ყველას მაძღარი ვგონივარ, არვინ მომაწვდის პურსაც. ვერვის ვთხოვ დახმარების ხელს, რადგანაც ირგვლივ ასე ბევრს, სწყურია, სცივა, შია... არვინ არ გამოიმეტებს, სულის წამალად სიტყვას. და თუ კი დავიწუწუნებ, თვალთმაქცად თუ კი ვერა და უმადურად შევიქმნები უმალ. მე კი, როცა საბურველს გავიხდი ერკემალი თვალს მისწორებს, 4 რქით მირქენს და მისი ხმა, გამაყრუებელი და გამკივანი, მთელი ღამ სხეულში ჩამესმის. ვფიქრობ, სჯობს ამ საბურველშივ მივეცე ბოლო ძილს!
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
4. არხარი მყავდა, ვერძი, ერკემალი. დიდი რქებით და ლამაზი ბეწვით. როს მომაბეზრა თავი რქენით, აბუდელაურის ტბის პირას, დავკალ ოთხყურა, ცრემლით. დავკალ და მისი მატყლისგან, ჯარაზე დავართე ნართი, თელის, ჯაგრცხილის და რცხილის ნაცარწმენდილში ვრეცხე, ზედაშეს ნალოცი წყალით. ძალიან, ძალიანი მომეწონა!
არხარი მყავდა, ვერძი, ერკემალი. დიდი რქებით და ლამაზი ბეწვით. როს მომაბეზრა თავი რქენით, აბუდელაურის ტბის პირას, დავკალ ოთხყურა, ცრემლით. დავკალ და მისი მატყლისგან, ჯარაზე დავართე ნართი, თელის, ჯაგრცხილის და რცხილის ნაცარწმენდილში ვრეცხე, ზედაშეს ნალოცი წყალით. ძალიან, ძალიანი მომეწონა! 3. ლექსი კი შევაფასე დადებისთანავე, საინტერესოა და მოვუბრუნდი, რადგან შემდგომ გამოქვეყნებულს ნამდვილად აჯობა.
ლექსი კი შევაფასე დადებისთანავე, საინტერესოა და მოვუბრუნდი, რადგან შემდგომ გამოქვეყნებულს ნამდვილად აჯობა. 2. მიხარია თუ დრო ფუჭად არ დაკარგე
მიხარია თუ დრო ფუჭად არ დაკარგე 1. "ვერ ვუხსნი რომ საბურველშიც, მატყლის სქელ-ჭრელ საბურველში, საშინლად, ძლიერ მცივა."-მთელი ლექსის შინაარსი შემიკრა, საინტერესო იყო. უცხო ხელწერა იყო. მე უცხო რომ იყო ამიტომ უფრო მომეწონა. ადამიანი მეტია, გაცილებით მეტი! +5 ფლორენცია
"ვერ ვუხსნი რომ საბურველშიც, მატყლის სქელ-ჭრელ საბურველში, საშინლად, ძლიერ მცივა."-მთელი ლექსის შინაარსი შემიკრა, საინტერესო იყო. უცხო ხელწერა იყო. მე უცხო რომ იყო ამიტომ უფრო მომეწონა. ადამიანი მეტია, გაცილებით მეტი! +5 ფლორენცია
მონაცემები არ არის