ჩემი სიცოცხლე შენს სივრცეს, უდრის... მანძილი რჩება ხართან "მატადორს". ადექი ერთხელ და ისე მოდი, რომ შიში საგზლად არ გამატანო.
ხავსის ბზარები გაუჩნდა კედლებს და ხის ფესვები საძირკველს არღვევს... თუმცა შენ მოხვალ მე ვიცი ერთ დღეს და შემოიხსნი მხრებიდან ქარებს.
მოხვალ შეავსებ, ჭრილობის ღიობს... სულს შემოაჭდობ მარწუხებს რკალად და როგორც ქვევრში ჩამდგამი ღვინო, გულს გახეთქავ და ძარღვებში წახვალ...
დაეფანტება კალენდრის ფურცლებს, უპატიებელ დღეთა მარაგი, როცა გეგონა ძალიან გძულდი და არ გიყვარდა მაინც არავინ.
დგას შემოდგომა, მზესავით ზანტი, ხმელი ფოთლების ფურცლავს თარიღებს... და როგორც ტუზით გაჭრილი კარტი, ზამთარი ახალ ფიფქებს არიგებს.
მოდი და ისევ ჯავრი იყარე, ხომ ხედავ ქვა ვარ, კლდე ვარ პიტალო... მე, არ მიყვარხარ!- მე, არ მიყვარხარ! უბრალოდ უნდა გადაგიყვარო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ოჰ რა ვნებებია, დავეცი :) ოჰ რა ვნებებია, დავეცი :)
2. ბოლო ორი სტროფი -ბომბი. ბოლო ორი სტროფი -ბომბი.
1. იყო რაღაცეები რაც მომეწონა. დასამუშავებელია. რითმები სუსტი. იყო რაღაცეები რაც მომეწონა. დასამუშავებელია. რითმები სუსტი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|