განა ეს იყო, ყველაფერი? რაც ჩვენ დავკარგეთ?!
მინახავს სახლები წაქცეული, როგორც ბოგირი შაშკვარაზე* როგორც ოცი წლით ახალგაზრდა მზე,ყანებიდან უთენია. ვინახავ.
ასე უყველაფროდ დანაჩვევი, ოკეანეებს,შარა-ფარას, ვივიწყებ. გადავიწყებულ ოქრო წკეპლას* თეკერეი და იმოდენა, ცხელი ამბები,საკვოიაჟი პირთამდე.
გაღმა, უსახლ-კაროს, მომლოდინეს, ცხენების ქროლვა მდარაჯობენ.
გადამავიწყდა,გაგეხსენოს. "ერთი ქალი" და სასაფლაო, ნაცნობი ამჯერად ლექსიანად, უცნობი სამწუხაროდ ულექსებოდ. როგორ ვერ ნახე ჩემოდენა? აღარ ვყოფილვარ ნაცნობთაგან.
** მეოცნებევ და სახლიანო, მთვარეს მასპინძლობ,დედაშენი, მზეებს გვირეცხავს,დავიმტვერეთ. რაღა გასულა იმ სახლიდან, იმ სახლში ზეიმი აღარ იყო,
ჩიტები იყვნენ დამბალ პურზე, დაკიდებულნი სარეცხებად. ბავშვობა ეკიდა ერთ ბაწარზე, მეც იმ ბაწარში ჩავეტიე.
სადღაა ასე მეგობარო? ასე ძველებურად, უნიათოდ?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გამორჩეული ავტორია ჩემთვის . 5 ქ . გამორჩეული ავტორია ჩემთვის . 5 ქ .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|