ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2021


ოდა ნიორს


კაცობრიობის ვირუსთა მტერო,
რისხვავ-ვამპირთა,
მე ვიცი შენი გემო და მტვერი,
მე ხომ დაგპირდი,
მიგიღო დილით, საუზმეზე,
სადილ-სამხარზე,
შენი რეკლამა საზ. მაუზე,
თუნდაც საკმაზის
სახით გავუშვა, გაგაშიშვლო,
ფოჩის გარეშე,
პრასზე არასდროს გაგაშვილო,
არცერთ მხარეში,
არც იმერეთში, გურიაში,
აღარც კახეთში,
შენით აივსოს გულიაში,
შემდეგ კამეჩის
მაწონიც შენით დაიფაროს,
როგორც უდაბნო,
მეფის გვირგვინი დაიფარო,
თუმცა უდაფნო
მეფე გეწოდოს ხახვთა შორის,
წითელ-მწვანეთა,
ესმოდეს ფოჩის შარი-შური,
მთელ ამ პლანეტას,
გალას თოვლივით იისფერო,
უმო, სპეტაკო,
შეგექცეოდეს აღასფერი,
იძვრას სპიტაკი,
მდუმარედ იყო, არ იცინო,
გერქვას უენო,
გაეცი შენი ალიცინი
და ვალბუენა
სადმე თავისთან ამოგიყვანს,
ვთქვათ, ლა-როშელში,
პუატიეში, დაგჭრის ნიყვთან,
რომელს რომელში
გადაგირევთ და გადირევა
შემდეგ თავადაც,
მთელი საღამოს ნანადირევს,
უძღვნის თამადას,
ასე ნიორი აღმოჩნდება ქალაქ ნიორში
და არაფერი გაიცვლება ერთ თავ ნიორში,
ნუ მიაშურებ, ნივრისათვის მერე იორკშირს.
---
ნანიორალში მოიძიე,
უმი, სპეტაკი.
---
კაცობრიობის ვირუსთა მტერო,
რისხვავ-ვამპირთა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები