***
წერილი
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ , პაგანინის მევიოლინის ავადმყოფობის გამო, გადადებულ კონცერტს გავს ეს გაზაფხული,რომელიც უშედეგოდ გაიწერა.ასევე უუნაროდ გაწერილია ყველა სეზონი აქ,ამ ქალაქში, მგზავრებიც იწუნებენ მატარებელს და თოლიებიც საკმაოდ შორსაა ან და მხოლოდ მზერა რას გიშველის, რაღას დატკბები, როცა სასიხარულოდ ან სამწუხაროდ დატვირთულია კვირძალი საღამო. შორეულ აფრებს ავედევნებოდი, რაიმე უდიდებულესობის გამო, რომელიც აღარაფერი იქნებოდა,გარდა მტვერისა და მომლოდინე, უნაპირო შენი თვალების.
მერცხლის აფრენა კი არა, სადაც ოდესმე ჩვენი თავები გვეგონა ბუდეები, როცა ველოდით, როცა ვსახლობდით, და უკანასკნელს ყურს ვუგდებდით,როგორაც ზეიმს, ან გაცილებას, მარტივად სიკვდილს, სწორედ ესაა გაზაფხული, გაზაფხული უკანასკნელი.
აღარ მწერ მეგობარო, თითქოს დამჯდარხარ ვაშლის ძირას,წინ კი მღვრიე-მღვრიე წყალი როგორც ამ გაზაფხულზე, თუ როგორ გადიხარ ბაღებში,როგორ ატან იმედიანად ყოველ სიზმარს ბეტონზე ამოსულ ფურისელებს, ვითომ და არაფერი....არაფერი დილა ეს იყოს, როგორ წუწუნებ, რომ საგზალი შენ თუ არა, სხვას რომ არ ეყო, მე რომ არ მეყო... იმდენად შორით გამიტაცა დოღმა, ცხენებმა, ნეაპოლის შორმა ჰაერმა, დერეფნებმა, კიბემ, ხეებმა, და ყვავილებმა,ყოჩივარდამ, მაღვიძარამ, აივნებმა,ღვინომ,ბალზაკმა, გეახლებოდი აქ რომ იყო და გახდებოდა ჩვენი ქალაქი ათი წლის თავზე. აღარც ფრაგმენტებს ვეჯიჯღინები, არც მემწვანილეს, აღარც ჰონორარს. ვაბრუნებ მიწას მთვარესავით, სალამებს ვუჩერდები.. ვგაზაფხულობ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|