 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 6 მარტი, 2021 |
მებადურმა მოიქნია წყალში ბადე, წყალს ვამბობ და მდინარეა აჭარის, დუღს და მოჩქეფს, ბრაზს აყოლებს მდინარებას, ამღვრეული, აქაფული, მაჭარი. ბადე მალე დაუმძიმდა თევზის მძებნელს და თავისკენ მოიწია საკვები, კაცს ბადეში სამასი წლის დარდი დახვდა, სამასი წლის, არც მეტი არც ნაკლები.
კაცმა ხელი მოიჩრდილა, დაიძახა: -თოლიგე ხარ, მუხბე ხარ თუ ჯიმას და, მეგობარო, ჯერ ეს ტვირთი მაზიდვინე, ბჭობა მერე გააგრძელე იმასთან.
ჯიმა, მუხბე და თოლიგე მოეჭიდნენ, ძვრა ვერ უყვეს. მებადური იძახდა: ახლა გინდა იყბედეთ და ილაქლაქეთ, ახლა გინდათ გამასწორეთ მიწასთან!
აჭარისწყალს პირზე ქაფი მოეწმინდა, ტალღებს ბრაზი გაატანა ამგვარად, მებადურმა მოიკიდა სავსე ბადე. მებადურმა აიარა ცარგვალი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ.
4. რა საყვარელი ლექსია.
ვეფერები. 555 რა საყვარელი ლექსია.
ვეფერები. 555
3. ძვირფასებო, დიდი მადლობა. ძვირფასებო, დიდი მადლობა.
1. რა კარგი ლექსია- იდეაც, შესრულებაც, ემოციაც...
რა კარგი ლექსია- იდეაც, შესრულებაც, ემოციაც...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|