რა გეგონა, ჩემო თაობავ, მონობაში დაბადებულო? ერთჯერადი გაფართხალებით გაფრინდებოდი? ერთი ყვირილით მთებს შეარყევდი? ის ის იყო, შენს ბეჭებზე ბუმბულები წამოიკვირტა, და მისი ნაწილი ორლესულით ჩამოგაჩეხეს; ნაწილს სიღმეში, ფოლიკულებში ჩალექვოდა პიონერის "აღფრთოვანების";კომკავშირელის "გულწრფელი" ფიცის სიდამპლე; კომუნისტური, თვალუწვდენი "სამშობლოადმი" სიყვარულის ბუტაფორია. ამიტომაც ნორჩი ფრთები ძირში შეგახმა. მერე სიბეცეც შეგეყარა და ნისკარტზე შენივე ეკალ-ბუდის მოზიარის სისხლი მოიცხე. შენ რა გეგონა, სისხლიანი ნისკარტით და ერთი, მცირე გაფაფხურებით აფრინდებოდი? სიმაღლიდან ორბის მახვილი მზერის ნაცლად, მილულული თვალებით ხოხვით ფონს გახვიდოდი? ამდენ ღოღვაში პატრიოტული ყველა მიზანი მავთულხლართზე ჩამოგეძენძა. სადა ხარ ახლა? ყველაფერი, რასაც შვილებს პირდებოდი ბაქიაობა ყოფილა, მხოლოდ. შენი ტვირთიც მათ ბალასტად ჩამოკიდე. დარჩი ასე, არც წყლად, არც ღვინოდ. და გისამძიმრებ, გისამძიმრებ, ჩემო თაობავ, შენ ვერ მიაღწევ აღთქმულ მიწამდე, თუკი, ასეთი მაინც არსებობს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. შიშველი რეალობა. ძალიან მომწონს. და ეს ტკივილიც იმგვარადაა დახაატული, დამბურძგლა. გმადლობთ. შიშველი რეალობა. ძალიან მომწონს. და ეს ტკივილიც იმგვარადაა დახაატული, დამბურძგლა. გმადლობთ.
2. ნინა, ერთნიც არ ვართ, შემგუებლებიც ვართ. ბევრ თანატოლს ვიცნობ, ვინც საბჭოთა კავშირს მისტირის. არც ვართ ღირსები უკეთესი ცხოვრების. ახლახანს საკუთარ, უბრალო ოჯახამდე დასული, დიდი პოლიტიკის უკუღმართობა გამოვცადე და მივხდი, სადაც ვართ. . ნინა, ერთნიც არ ვართ, შემგუებლებიც ვართ. ბევრ თანატოლს ვიცნობ, ვინც საბჭოთა კავშირს მისტირის. არც ვართ ღირსები უკეთესი ცხოვრების. ახლახანს საკუთარ, უბრალო ოჯახამდე დასული, დიდი პოლიტიკის უკუღმართობა გამოვცადე და მივხდი, სადაც ვართ. .
1. მართლა ვერ გავიგნეთ გზა, იმიტომ რომ ერთნი არ ვართ.
მართლა ვერ გავიგნეთ გზა, იმიტომ რომ ერთნი არ ვართ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|