ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2021


***

ნაწვიმარზე მიწას ვბარავდი.
ძნელად დავძარი.
არაფერია.
მომიწევს ბევრად მძიმე მიწის ატანა.

            ***

დიდხანს იძინე და არ მიწყინო,
მე მაინც გეტყვი,
ბანალური ხარ, აქვე მკერდში
დაბუდებულო ჩემო სიკვდილო.

                    ***
ჩემგან დარგულო ზეთისხილის ხევ,
მე რომ ფესვებში სუნთქვა შთაგბერე,
300 წელი კეთილ ნაყოფად და სიყვარულად,
ყოველ შრიალს ამოაყოლე.

                ***
დროსთან თამაშს გავს პოეზია.
ზრდასრულის თხელი ნიღბის უკან
დაგუბებული ბავშვურობა
ლექსებად ჟონავს.

             


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები